რა განსხვავებაა AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინებს შორის - ცერცვაძის განმარტება
COVID-19 - 19:52, 27 Mar, 2021     2132

AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები ტექნოლოგიურად რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, AstraZeneca, ეს არის ვექტორული ვაქცინა, როდესაც გამოიყენება დასუსტებული ადენოვირუსი - რაც შეეხება Pfizer-ს, იქ სულ სხვა ტექნოლოგიაა გამოყენებული, მართლა ახალი ტექნოლოგიაა.

"AstraZeneca, ეს არის ვექტორული ვაქცინა, როდესაც გამოიყენება დასუსტებული ადენოვირუსი. ამ ვაქცინის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის დასუსტებული ადენოვირუსი, რომელშიც შეყვანილია ინფორმაცია ამ კორონავირუსის ერთ-ერთი ცილის კოდირებისთვის და ორგანიზში შეგვყავს დასუსტებული ადენოვირუსი, რომელიც არანაირ პათოლოგიას არ იწვევს. ვაქცინაში შეყვანილი დნმ ინფორმაცია, შემდეგ ხდება მისი გადასვლა რნმ-ზე, შემდეგ ტრანსლაცია ცილებზე და ეს ვაქცინა ორგანიზმს აძლევს ინსტრუქციას, როგორ აწარმოოს ვირუსის სპეციფიკური ცილები. ე.წ. წვეტიანი ცილები, რომელზეც შემდეგ უნდა გამომუშავდეს ანტისხეულები.

რაც შეეხება Pfizer-ს, იქ სულ სხვა ტექნოლოგიაა გამოყენებული, მართლა ახალი ტექნოლოგიაა. პირველად არის იმ ტიპის ვაქცინები გამოყენებული როგორიც Pfizer-ის​. ეს არის ე.წ. რნმ ვაქცინები, როდესაც ჩვენ ვაქცინის საშუალებით ორგანიზმში შეგვყავს არა დასუსტებული ან დახოცილი ვირუსის კულტურა, არა ვირუსის ცილები,არა ადენოვირუსი, რომელიც მატარებელია დნმ ინფორმაციისა თუ როგორ უნდა მოხდეს ცილების სინთეზი, არამედ შეგვყავს ერთგვარი შუალედური რგოლი, მესენჯერული ერენემი.

AstraZeneca-ს დროს ჩვენ შეგვყავს ადენოვირუსი, დნმ ინფორმაცია და ეს შეტანილი ინფორმაციით წარმოიშობა რნმ-ი და რნმ-ისგან, შემდეგ ტრანსლაციის მეშვეობით ვირუსული ცილები. Pfizer-ის ვაქცინით ერთი საფეხურით წინ არის, ანუ პირდაპის რნმ-ი შეგვყავს, ვირუსის რნმ-ი, რომელიც ასევე შეიცავს ინსტრუქციას, როგორც ასტრაზენეკას შემთხვევაში, თუ როგორ უნდა აწარმოოს ორგანიზმმა პროდუქცია ვირუსის ცილების“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ "ანატომიაში".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42