"თბილისის მერია ნებისმიერი სცენარისვის მზად არის" - სამხარაულის ექსპერტიზის საგანგაშო დასკვნის შემდეგ ბროწეულის ქუჩის მაცხოვრებლები ხელისუფლებას განმარტებას სთხოვენ
საზოგადოება - 16:48, 26 Mar, 2021     1874
ბროწეულის ქუჩის მაცხოვრებლების პროტესტი - მოსახლეობა დედაქალაქის მერიისგან განმარტებას ითოხვს. ადგილობრივებმა მერის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს უარი უთხრეს, ისინი შეხვედრას კახა კალაძესთან ითხოვენ, თუმცა თბილისის მერი ჯამრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისგამო მკურნალობას კლინიკაში გადის.
თავად ბენდელიანი მზაობას გამოთქვამდა, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაეცა ადგილობრივებისთვის. მისი განცხადებით, თბილისის მერია სრულად არის მზად ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის.

პარალელურად, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა დღეს გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდობზე, კლდოვან ქანებში განვითარებულია მძლავრი კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესი. არის ალბათობა, რომ მეწყრული სხეულის გზის მიმართულებით გადაადგილება, ფერდობის სხვადასხვა ნაწილში წარმოქმნის ახალ მეწყრულ ნაპრალებსა და საფეხურებს.

დასკვნის მიხედვით, მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზის შესაბამის მონაკვეთზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა; ასევე, საჭიროა განხორციელდეს მეწყრული პროცესის უწყვეტი მონიტორინგი და ისიც, რომ დაიგეგმოს და განხორციელდეს მეწყრული პროცესის სტაბილიზირებისთვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებები:

"მეწყერი იწყება ფერდობის შუა ნაწილში და გრძელდება ფერდობის ძირის მიმართულებით;მეწყრის საშუალო სიგანე 100 მეტრია;ვიზუალური დაკვირვებით დგინდება, რომ მეწყრული სხეულის სიმძლავრე 10 მეტრს აღწევს;მეწყრული საფეხურების სიმაღლე 0,2მ-დან 1მ-მდე მერყეობს;ნაპრალების ღიობის სიგანე 0,5მ-დან 1,5მ-მდე იცვლება.სამხარაულში დაასკვნეს ისიც, რომ მეწყრული პროცესების წარმოქმნა-განვითარება უკავშირდება გრავიტაციულად დაძაბულ ფერდობზე მისი ამგები ქანების წონასწორობის რღვევას, რაც შესაძლებელია განპირობებული იყოს, როგორც ბუნებრივი, ასევე ტექნოლოგიური ფაქტორებით" - წერია დასკვნაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42