მას შემდეგ, რაც სექსუალურ ძალადობაზე ხმამაღლა საუბარი სირცხვილის ჩარჩოებს გასცდა, სოციალურ ქსელში უფრო და უდრო მეტი გულახდილი და მძიმე ისტორია ვრცელდება.
სექსუალური ძალადობის ეს მძიმე ისტორია, სოცილურ ქსელში ვრცელდება:
"პედოფილიის პირველი შემთხვევა მანამდე გადამხდა, სანამ სკოლაში შემიყვანდნენ. ალბათ, 4-5 წლის ვიქნებოდი. დედასთან ერთად რაღაც მაღაზიაში ვიყავი კოლმეურნეობის მოედანთან, როცა ვიღაც მთვრალი კაცი მომიახლოვდა და მკითხა, არ გინდა ლამაზი სამკაულები გიყიდოო?
მე ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ ყველას ზრდილობიანად უნდა მოვქცეოდი და გაქცევის ნაცვლად ამ კაცს გავუღიმე და არა, მადლობა-მეთქი, ვუთხარი.
ამ დროს ხელი ჩამკიდა და ტუჩებზე მაკოცა.
საშინელი განცდა მქონდა. მე ბავშვი ვიყავი და ვერ მივხვდი, ამ სიტუაციაში თავი როგორ უნდა დამეცვა, მაგრამ დედამ (რომელსაც ამავე დროს ძალიან ვუყვარვარ და ყოველთვის თან მყვება) მაღაზიიდან გამოსვლისას მითხრა, როგორ აკოცნინე იმ მთვრალი კაცსო.
ვიცი, რომ ჩემი ბრალი ვერ იქნებოდა, მაგრამ დიდი ხანი მეგონა, რომ მე ვიყავი დამნაშავე და, რაციონალიზების მიუხედავად, ეს გრძნობა მაინც ვერ დავძლიე დღემდე (28 წლის ვარ)", - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში.
მასალის გამოყენების პირობები