"ნანუკას შოუს" გადაცემის სყუმარი ასმათ დვალიშვილი იყო, რომელიც პოლიტიკოს გოგი წულაიას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, რის გამოც ბრალდებული ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, უფლებდამცველმა ბაია პატარაიამ, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:
“რაღაცას ვცდილობთ, ვწვალობთ, სტერეოტიპების შეცვლა გვინდა, ისედაც საშინლად უჭირთ სექსუალური ძალადობის მახვერპლებს საკუთარი სიმართლის მტკიცება და მერე გამოვა დიდი უფლებადამცველი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani’s Show და ქალს ეტყვის, მე რო გავეუპატიურებინე ვინმეს, ასე კი არა, ისე მოვიქცეოდიო, ეს როგორ გააბედინეო, ესე რატო არ ქენი და ისე რატო ქენიო, სხვანაირად მოქცეულიყავი და ეგ არ დაგემართებოდაო და ათასი მავნებლობა.
მერე კიდევ უკვირთ, შენ რომ იცავ, იმ ქალებს, რატომ არ ურჩევ ნანუკას შოუში მონაწილეობასო. რაღაცა ‘ლიჩნი ნეპრიაზნი’ გაქვს ეტყობაო და მთელ ამხელა სამყაროში “იმენნა” ნანუკასი გშურსო…
თავად რომ ჰგონია, რომ ნინძად გადაიქცევა გაუპატიურების დროს, ეგეც ჩაბჟირებამდე სასაცილოა”, – წერს ბაია პატარაია.
მასალის გამოყენების პირობები