როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი ვაქცინა არ ყოფილა და მას შემდეგ, რაც ამაში ექსპერტიზა დაგვარწმუნებს, მოქალაქეების ნდობაც ვაქცინის მიმართ, გაიზრდება.
"დარწმუნებული ვარ, საქართველოში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ გაეცემა ყველა კითხვას პასუხი, რომელიც, რა თქმა უნდა, როგორც რეგულირების სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსაც გააჩნია.
ის ღრმა კვლევა, რომელიც მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი არ ყოფილა ვაქცინა და ჩვენ მოქალაქეების ნდობა "ასტრაზენეკას" მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება და ვაქცინაციის პროცესი ჩვეულ რიტმში აღდგება"- აღნიშნა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






