ცურვა სპორტის ისეთი სახეობაა, რომელიც დადებითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე. გარდა ამისა, წყალთან კონტაქტი ამშვიდებს ნერვულ სისტემას და რელაქსაციის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. სხვადასხვა საჭიროებების პატარებს ცურვას ექიმები ჩვილობიდან უნიშნავენ. თუმცა, ეს აქტივობა განსაკუთრებული საჭიროების გარეშეც ძალიან სასარგებლო და სასიამოვნოა არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც.
თუ ბნელ 90-იანებში აუზის ყიდვა და ზოგადად, შოვნა აუხდენელ ოცნებას წარმოადგენდა და ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იყო, დღესდღეობით ბაზარი გასაბერი აუზების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. ამ მხრივ Liloshop ნამდვილად უკონკურენტოა. აქ თქვენთვის ხელსაყრელ ფასად აუცილებლად იპოვით ისეთ აუზს, რომელიც დიდსაც გაახარებს და პატარასაც.
Liloshop.ge - საცურაო აუზების ყველაზე ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა
აუზი პირველ რიგში უნდა შეირჩეს ასაკისა და ზომის მიხედვით. შემდეგ უნდა გაითვალისწინოთ, თუ როგორი ფორმაა თქვენთვის მოსახერხებელი - მრგვალი, მართკუთხედი, ოვალური...
თუ მყარ აუზს ეძებთ, რომელშიც ზრდასრული ადამიანების გაგრილებაც შესაძლებელია, კარკასულ აუზზე მოგიწევთ არჩევანის შეჩერება.
გასაბერი სათამაშო ცენტრი აკვაპარკი - ასე ჰქვია აუზს, რომელიც თქვენს შვილებს თავს ნამდვილად აკვაპარკში აგრძნობინებს, სასრიალოები და სხვადასხვა ტიპის მინი ატრაქციონები საუკეთესო საშუალებაა დაუვიწყარი დროის გასატარებლად.
სულ პაწაწინებისთვის ასევე შეგიძლიათ, შეარჩიოთ „ნახევრად დახურული“ აუზი, რომელიც თქვენს 2-3 წლის ბავშვებს დაიცავს მზის პირდაპირი სხივებისგან, ღია გვერდებიდან კი მზე წყალსაც გაათბობს და ბავშვსაც.
რა უპირატესობა აქვს გასაბერი აუზის ონლაინ შეძენას?
მთავარია, მოინდომოთ და Liloshop-ზე ონლაინ მოგზაურობისას ძალიან მარტივად შეარჩევთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ აუზს. დიახ, Liloshop.ge გაძლევთ საშუალებას, აუზი ონლაინ შეიძინოთ.
მაშინ როცა, პანდემიის გამო ხალხმრავალ ადგილებს ვერიდებით და ვცდილობთ, სოციალური დისტანცია დავიცვათ ჩვენი თუ გარშემომყოფების უსაფრთხოებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთებისა თუ პროდუქტების საყიდლადაც კი დიდი სიფრთხილით გავდივართ.
ამ პირობებში, საშუალება რომ გაქვს, მოკალათდე ლეპტოპთან და აარჩიო აუზი რამდენიმე მარტივი წკაპით, ეს ძალიან დიდი კომფორტია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უქმეებზე სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები არ ფუნქციონირებს, კვირის დღეებში კი ოფისებსა თუ სახლებში მომუშავე ადამიანები საყიდლებზე გასვლას ვერ ახერხებენ, მაშინ უნდა ითქვას, რომ ონლაინ შოპინგი საუკეთესო საშუალებაა.
Liloshop-ზე შესაძლებელია ხელსაყრელ ფასად შეიძინოთ გასაბერი აუზები და თუ თქვენი შენაძენი 50 ლარს გადააჭარბებს, თბილისში მიწოდების უფასო სერვისითაც ისარგებლებთ.
მასალის გამოყენების პირობები






