საგამოძიებო უწყებას არც ერთ კითხვაზე არ აქვს პასუხი, როგორი იყო მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინაციამდე, ინფორმაცია არ არსებობს - 27 წლის ექთნის ოჯახის ადვოკატი
საზოგადოება - 20:45, 25 Mar, 2021     1529

გარდაცვლილი 27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი, ნინო ამაღლობელი, აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო უწყებას არც ერთ კითხვაზე არ აქვს გაცემული პასუხი.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმის მოწმეებზე ზეწოლა მიმდინარეობს - მისივე თქმით, ჩანიშნული იყო პროკურორთან შეხვედრა, რაც გარკვეული მიზეზებით გადაიდო.

“ყველა ის კითხვა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში აქტუალურია მეგი ბაქრაძის სისხლის სამართლის საქმეზე დღესაც დღის წესრიგში დგას და არც ერთ კითხვაზე საგამოძიებო უწყებას პასუხი გაცემული არ აქვს ამ მოცემულობით. როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა მეგი ბაქრაძეს ვაქცინის გაკეთებამდე, ამასთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყების მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ადვოკატებს და ოჯახს არ გვაქვს ინფორმაცია თუ როგორი იყო მისი ჯანრთელობის მდგომარეობა, ჩვენ არ გვაქვს სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაცია ახალციხის კლინიკა “იმედიდან” ამოღებული. რაც შეეხება ვაქცინაციის შემდგომ პერიოდს, არაერთხელ გაჟღერდა ადვოკატების მხრიდან, რომ ჰქონდა თუ არა კლინიკას ინვენტარი, ჰქონდა თუ არა კლინიკას შესაძლებლობა, აღჭურვილობა, შესაბამისი პრეპარატები, გადამზადებული ექიმები და დაცული იყო თუ არა პოსტვაქცინაციურ პერიოდში და იყო თუ არა მზად კლინიკა “იმედი” პოსტვაქცინაციურ პერიოდში გართულების შემთხვევაში ადეკვატური, დროული რეაგირების მოსახდენად. არა ერთი კითხვა არის სისხლის სამართლის საქმეზე, მაგრამ დღეის მდგომარეობით აქტუალურობას იძენს ის საკითხი, რომ საგამოძიებო უწყება ადვოკატებს საერთოდ აღარ გვეთანამშრომლება, კონტაქტზე აღარ გამოდიან, უფრო მეტიც დღეს როგორღაც მოხერხდა პროკურორთან დაკავშირება და ჩანიშნული გვქონდა პროკურორთან შეხვედრა ადვოკატებს და ეს შეხვედრაც გარკვეული მიზეზებით გადაიდო, გამომდინარე იქიდან, რომ პროკურორს ყოველთვის აქვს სხვადასხვა მიზეზი და თავს არიდებს ადვოკატებთან შეხვედრას და მასალებზე საუბარს. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ მოწმეებზე მიმდინარეობს ზეწოლა და ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენი ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეში თავის დროზე გამოკითხული იყვნენ მოწმეები, ჩატარებული იყო საგამოძიებო მოქმედებები, ამოღებული იყო კონკრეტული ნივთიერი მტკიცებულებები, რომელთა დაკავშირებითაც ადვოკატებს არანაირი ცნობა არ ჰქონიათ იმ პერიოდშიც კი, როცა ვითომ თანამშრომლობდა საგამოძიებო უწყება თანამშრომლებთან. პროკურორთან შეხვედრა გადაიდო გაურკვეველი ვადით. საქმის ზედამხედველი პროკურორი არის ლევან ჟორჟოლაძე. თქვა, რომ არ ეცალა და ფიზიკურად დროს ვერ დაუთმობდა ადვოკატებს. როცა მსგავს რეზონანსულ საქმეს ხელმძღვანელობ ყოველთვის უნდა გქონდეს დრო და რესურსი იმის, რომ სათანადოდ მიაქციო სისხლის სამართლის საქმეს ყურადღება და მაქსიმალურად იყო გამჭვირვალე და რაც მთავარია ეფექტური და უხერხულია დროის უქონლობაზე საუბარი. ჩვენ ადვოკატებმა დღეს დავაყენეთ შუამდგომლობა საგამოძიებო უწყებაში ინვენტარის შემოწმებაზე, უშუალოდ მოვითხოვეთ ვაქცინაციის კაბინეტის, რეანიმაციის კაბინეტის შემოწმება თუ რა ინვენტარს ფლობს ახალციხის კლინიკა და იყო თუ არა დაცული პროტოკოლი”, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42