"ანიტა ანიტაა, რაც უნდა, იმას იტყვის" , - ასე პასუხობს კულტურის ახალდანიშნული მინისტრი, თეა წულუკიანი, საოპერო მომღერალს , ანიტა რაჭველიშვილს , რომელმაც განაცხადა რომ "ფეხს არ დაადგამს სცენაზე, ვიდრე კულტურას წულუკიანი მართავს".
"ანიტა ანიტაა, რაც უნდა, იმას იტყვის, მაგრამ მან არ იცის, რომ მე არ ვარ კულტურის მინისტრი. მე ვარ ქალთა მე-5 კოლონიის პატიმარი, რადგან როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ქალბატონმა ანიტამ Facebook-ზე „გამასამართლა“ და „ციხეში ჩამსვა“. იმის მერე, „სასჯელს ვიხდი“. ეს ხუმრობით. ასევე, საკანში მყავს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, ასევე, ქალბატონმა ანიტამ, Instagram-ზე თუ რომელიღაც სხვა ქსელში, გაასამართლა და ისიც „ციხეში ჩასვა“. ქალბატონ ანიტას, რატომღაც, ქართველი პოლიტიკოსი ქალები არ უყვარს, ან - უყვარს, მაგრამ ჩვენ არ ვუყვარვართ. ეს არც დასაძრახია, არც - შემაშფოთებელი. ეს ნორმალური პროცესია. ეს ჩემთვის პრობლემა არაა. ისინი ილაპარაკებენ იმას, რაც უნდათ, მაგრამ საზოგადოება თავად გადაწყვეტს, რა არის სწორი და რა - არა." ამბობს თეა წულუკიანი "რადიო იმედის" ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






