შემზარავია ადამიანთა ნაწილის რეაქცია, სიკვდილ-სიცოცხლის სარეცელზე მყოფ ახალგაზრდა გოგოს მიმართ – მამა თეიმურაზ ქორიძე
საზოგადოება - 16:13, 25 Mar, 2021     1866

დეკანოზი თეიმურაზ ქორიძე ზუგდიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება და უარყოფითი კომენტარის ავტორებს მიმართავს:

„ეს შემზარავი კადრები ყველამ ნახეთ, მაგრამ არანაკლებად შემზარავი, ადამიანთა ნაწილის რეაქცია იყო, სიკვდილ-სიცოცხლის სარეცელზე მყოფ ახალგაზრდა გოგოს მიმართ, რაც ამ კადრების ქვეშ კომენტარებში იწერებოდა. რამ გაგვაბოროტა? რამ დაგვაკარგინა ასე ადამიანის სახე? ახლა ორიდე სიტყვით, სალომეზე გიამბობთ, ამ ავარიის ერთადერთ დაშავებულზე.

ეს არის საოცარი გოგო, საოცარი შრომისუნარიანობითა და ენთუზიაზმით. წმ. ბერი გაბრიელის ფონდი აქვს და უზარმაზარ ქველმოქმედებას ეწევა. უამრავ მოხუცებულს, უსახლკაროს, ლუკმაპურის არმქონეს ეხმარება. სულ დაკავებულია, სულ სადღაც მიეჩქარება, რადგან მისგან დახმარებას ელოდებიან. ამ დღესაც ასე იყო…


ახლა ამ უშლაგბაუმო გადასასვლელზე გეტყვით – მოგეხსენებათ, რას ნიშნავს „უშლაგბაუმო გადასასვლელი“ ე.ი. აქ მატარებელი არ მოძრაობს სისტემატიურად. ძალიან იშვიათად. (ეს ყველაზე უკეთ მან იცოდა, რადგან დღის მანძილზე მრავალგზის გადადიოდა ამ გზაზე) პანდემიის დროს კი, საერთოდ არ დადიოდნენ მატარებლები. ადამიანებიც მიეჩვივნენ ამ ყოფას და როდესაც სალოს ეჩქარებოდა, მისი გონება გაითიშა და მოხდა ის, რაც მოხდა. (გთხოვთ, უშეცდომონი და საუკეთესო მძღოლები ნუ გამოეხმაურებით ამ კომენტარს)

ისიც წავიკითხე: „აქ სად გადადიოდაო“ – სურათის მიხედვით გაკეთებული შეფასება. ჩემო ძვირფასებო, რასაკვირველია, მანდ არ გადადიოდა, უბრალოდ მატარებელი მყისიერად ხომ ვერ ახერხებს დამუხრუჭებას?… სურათიც ამ დამუხრუჭების შემდეგ არის გადაღებული.

სალომეზე მეტად ეტკინა ვინმეს? სალომეზე მეტად უნდოდა ვინმეს, რომ ეს არ მომხდარიყო? იმის მაგივრად, რომ განსაცდელში მყოფი ახალგაზრდა გოგო გავამხნევოთ და ვილოცოთ მისთვის, ჩვენ ისევ ქვის სროლა დავიწყეთ.

გული მტკივა ჩვენს ასეთ ფსიქოლოგიურ პორტრეტზე. გთხოვთ, ვილოცოთ სალომესათვის.

უფალი შეგეწიოს, სალო! აურაცხელი სიკეთე და აურაცხელი საქმეები გაქვს გაკეთებული (რომელზეც შენ არასოდეს საუბრობ, ჩვენ ხომ ვიცით…) და მამა ზეციერმა ინებოს, რომ მალე წამოდგე ფეხზე და ისევ ისე ომახიანად განაგრძო შენი ძვირფასი საქმის კეთება ! უამრავ ადამიანს უყვარხარ!”, – წერს მამა თეიმურაზი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42