დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, კომენდანტის საათის გაუქმება იმის მიხედვით მოხდება, თუ ქვეყანა ინფიცირებულთა ამჟამინდელ მაჩვენებელს შეინარჩუნებს და მატება არ იქნება. მისი თქმით, მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში, შესაძლოა, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვაში გარკვეული ცვლილებები შევიდეს:
"ეპიდსიტუაცია გაუარესების ტენდენცია აქვს, მაგრამ ეს არაა ნახტომისებური, როგორც გვქონდა სექტემბრიდან ოქტომბერში. შემსუბუქების ფონზე გასამკაცრებელია პირბადის ტარების მაჩვენებელი, დიდი შეკრებების აკრძალვა და აცრების ინტენსიფიკაცია.
კომენდანტის საათი არაა ქართული გამოგონება - ითვლება ეფექტურ საშუალებად პანდემიების დროს შემზღუდველ ღონისძიებებში. ამიტომ მასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციაა საჭირო. შემსუბუქებაზე ვთქვით, რომ თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით მარტი-აპრილი, მაისში შევალთ კარგი იმედით. მარტის ბოლოს თუ აპრილის დასაწყისში შეიძლება იზრუნოს ქვეყანამ კომენდანტის საათის ცვლილებებზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






