ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია მესამე-მეოთხე კვარტალში დაიწყება, მანამდე კი, აპრილის თვიდან ვაქცინაციასთან დაკავშირებულ რეგისტრაციას შეძლებენ:
"დავიწყებთ საყოველთაო რეგისტრაციას, რომ გვქონდეს მსურველების ზუსტი ჩამონათვალი და იმის მოლოდინიც, თუ რამდენი ადამიანი იქნება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართული იქამდე, როცა ვაქცინა შემოვა. მასიური, ფართო ვაქცინაციის ეტაპები, ჩვენი გეგმის მიხედვით, მე-3- მე-4 კვარტალშია დაგეგმილი. თუმცა, სხვა ქვეყნების გამოცდილება მიუთითებს, რომ მოსახლეობის 30% არის ის რაოდენობა, რომელიც მეტად აქტიურია ამ ვაქცინების მიმართ. ჩვენ ჯერჯერობით 30%-ს ვერ ვხედავთ, რომ ამ პროცესში აქტიურად ჩართულია ვერც სამედიცინო პერსონალის მხრიდან. დღეს დავიწყეთ 65 წლის ზემოთ პირების რეგისტრაცია. ამ დილით დაიწყო პროცესი და ჯერ ცოტა ადრეა საუბარი. ვფიქრობთ, აპრილის შუა რიცხვებამდე დავიწყებთ საყოველთაო რეგისტრაციას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საყოველთაო რეგისტრის სიაში მყოფ ადამიანს ხვალვე შევთავაზოთ ვაქცინაცია. საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება მე-3, მე-4 კვარტალში", - განაცხადა გაბუნიამ.
მასალის გამოყენების პირობები






