"ფაიზერის" და "ასტრაზენეკას" ვაქცინების შემთხვევაში გარანტირებული ხარისხი გვაქვს - თამარ გაბუნია
COVID-19 - 14:16, 25 Mar, 2021     1394

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების - "ფაიზერისა" და "ასტრაზენეკას" ეფექტურობა და ხარისხი მაღალია, როგორც დაავადების გადაცემის თავიდან აცილების, ასევე რთული შემთხვევების თავიდან ასარიდებლად. მისივე განმარტებით, მოქალაქეებს ამ ორ ვაქცინას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ:

"დღეს, საღამოდან "ფაიზერის" ვაქცინა აისახება რიგის დაჯავშნის პორტალზე. მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, გააკეთონ არჩევანი "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერს" შორის. მინდა აღვნიშნო, რომ "ფაიზერის" ეფექტურობა, ისევე, როგორც "ასტრაზენეკას", ძალიან მაღალია, როგორც დაავადების გადაცემის თავიდან აცილების, ასევე რთული შემთხვევების, განსაკუთრებით კი ლეტალობის შემთხვევების აღმოფხვრისთვის. "ფაიზერის" და "ასტრაზენეკას" ვაქცინების შემთხვევაში გარანტირებული ხარისხი გვაქვს. დღეიდან უკვე გაიხსნა რეგისტრაცია 65 წელს ზემოთ პირებისთვის.

"ფაიზერის" ვაქცინით ვაქცინაცია ჩატარდება ექვს სამედიცინო დაწესებულებაში. სპეციალური მოთხოვნები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ამისთვის დააყენა, ითვალისწინებს სპეციფიკურ კრიტერიუმებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ვაქცინის შენახვის შესაბამისი პირობები. მოგეხსენებათ, ვაქცინას შესანახად სჭირდება ულტრაცივი ჯაჭვის რეჟიმი, -80, -60 გრადუსის ფარგლებში. მისი შენახვა 2-დან 8 გრადუსამდე შეძლებელია მხოლოდ 3-5 დღის განმავლობაში. მაქსიმალური ეფექტის უზრუნველყოფისთვის და დოზების დანაკარგის თავიდან ასაცილებლად, ვაქცინაცია ჩატარდება 6 კლინიკაში. თბილისში არის 4 კლინიკა: ბოკერიას სახელობის საავადმყოფო, კავკასიის მედიცინის ცენტრი, "ამტელ კლინიკა" და ასევე, რესპუბლიკური საავადმყოფო. აჭარაში იქნება ბათუმის რესუბლიკური საავადმყოფო და ქუთაისში ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრი", - განაცხადა გაბუნიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42