ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, "ფაიზერთან" მიმართებაში ტრენინგი დამატებით ჩატარდა, მზად არის როგორც სამედიცინო პერსონალი, ისე სამედიცინო დაწესებულებების ტექნიკური მხარე. გაბუნიას თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტივობაც, რათა ვაქცინის დოზები ბოლომდე იქნას გამოყენებული:
„ტრენინგი „ფაიზერთან“ მიმართებაში დამატებით ჩატარდა. ეს უკავშირდებოდა როგორც განსაკუთრებული შპრიცის გამოყენების აუცილებლობას, ასევე შენახვის განსაკუთრებულ რეჟიმს. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ანტიშოკური მზაობა არის აუცილებელი, სავალდებულო მოთხოვნა არა მხოლოდ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებისთვის, არამედ, ნებისმიერი სხვა ვაქცინისთვის. ამდენად, სამედიცინო დაწესებულებები სრულად მზად არიან როგორც მედიკამენტების არსებობის კუთხით, ასევე შოკის დარბაზის და რეანიმაციული განყოფილებების მობილიზების კუთხით. იმედი მაქვს არ დაგვჭირდება მსგავსი რამ, მაგრამ მზაობა არის მაქსიმალური. ანაფილაქსიური შოკის მართვის პროტოკოლიც სამინისტროს უკვე რამდენიმეთვეა დამტკიცებული აქვს. განახლებული პროტოკოლის დამტკიცების თაობაზე პერსონალს დიდი ხანია გავლილი აქვს ტერნინგი. ვფიქრობ, რომ ტექნიკური მზაობა არის ძალიან მაღალი და მთავარია, აქტივობაც იყოს ძალიან მაღალი, რომ ვაქცინების დოზები ბოლომდე გამოვიყენოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.
მასალის გამოყენების პირობები






