საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სტიქიას ებრძვიან - უამნიდობისა და გადაუღებელი წვიმების გამო პრობლემები შეიქმნა შიდა ქართლში, მთიანეთში, სამეგრელოში, იმერეთსა და ქვემო სვანეთში.
გადაუღებელმა წვიმებმა მდინარე ენგურის ადიდება გამოიწვია, რამაც ანაკლიაში სახლები დატბორა. დამატებითი პრობლემები შექმნა ქვიშისა და შლამის მიერ არხის ჩახერგვამ, რომლითაც ენგური ზღვას უერთდება.
ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფლებთან დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის დიდი მასის გამო მძიმე ტექნიკას გაწმენდითი სამუშაოს ჩატარება უჭირს, მიმდებარე სოფლების მოსახლეობა კი უკვე სამი დღეა გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.
შიდა ქართლში სოფელ ქვახვრელთან გადაუღებელი წვიმების გამო ადიდებულმა მტკვარმა ხელოვნური კუნძული შექმნა, მასზე კი მწყემსები ჩარჩნენ და გამოსვლას ვერ ახერხებენ. მაშველები მათ გამოყვანას სპეციალური აღჭურვილობით ცდილობენ.
მასალის გამოყენების პირობები






