თიბისის მხარდაჭერით Mova Jewelry-მ ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა გამართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:25, 25 Mar, 2021     1832

Mova Jewelry ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომლისთვისაც პანდემიის პირველი ტალღა პირველი სტენდის გახსნას დაემთხვა. დამფუძნებლები - სალომე ჯაოშვილი და თეონა წიტაიშვილი - მალევე მიხვდნენ, რომ თვეების განმავლობაში დაგეგმილი, აწყობილი, რეალიზაციისთვის გამზადებული და პანდემიის გამო უვადოდ შეჩერებული ბიზნესი უახლესი ტექნოლოგიებით უნდა გადაერჩინათ. ამისთვის კი თიბისი ბანკის მიერ შექმნილი b2c პლატფორმა იდეალური საშუალება აღმოჩნდა, რაც Mova-მ უმოკლეს დროში აქცია ბიზნესის წარმატების წყაროდ.

„თიბისის მიერ შემოთავაზებული b2c პლატფორმა, საკმაოდ დეტალური განმარტებებით და ვიდეო ინსტრუქციებით, ძალიან მარტივად ასათვისებელი აღმოჩნდა. თიბისის წარმომადგენელი დაგვეხმარა საბანკო გადახდის სისტემის მიბმაშიც. ამ ყველაფერმა საქმე გაგვიადვილა და ძალიან მოკლე დროში შევქმენით ჩვენი ონლაინ მაღაზია, რომელიც პირველივე დღეებში წარმატებით ამუშავდა. ვებგვერდის საშუალებით მომხმარებლებს მაქსიმალურად გავუმარტივეთ ონლაინ შოპინგი. ონლაინ მაღაზიაში მომხმარებელი ხედავს ყველა ხელმისაწვდომ პროდუქტს, არჩევს სასურველ მოდელს და მიწოდების სერვისს. ჩვენ კი საიტის სისტემა, სხვა კომფორტის გარდა, მარაგების კონტროლის კუთხითაც გვეხმარება,“ - ამბობს Mova-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, სალომე ჯაოშვილი.

Mova Jewelry-ს დახვეწილი დიზაინის მქონე, კომფორტულ ვებგვერდზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ, შეარჩიოთ და იყიდოთ ბუნებრივი ქვებისგან დამზადებული აქსესუარების უნიკალური ნიმუშები, რომლებსაც Mova საქართველოს ნებისმიერ წერტილში, უმოკლეს დროში მოგართმევთ.

“ბიზნესის მხარდაჭერისთვის შექმნილი ეს პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციაში, განსაკუთრებით პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში. ონლაინ მაღაზიების საშუალებით ისინი შეძლებენ გაყიდვების ახალი არხების ათვისებას, რაც დისტანციურად დააკავშირებთ მათ მომხმარებლებთან,“ - აცხადებს ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.

პროექტი „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ თიბისის და VISA-ს ერთობლივი წამოწყებაა და ის ბიზნესებისთვის ელექტრონულ კომერციის გამართაში მხარდაჭერას მოიცავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42