სასჯელაღსრულების #14 (გეგუთის) დაწესებულებაში 1966 წელს დაბადებული მსჯავრდებული ს.ი. გარდაიცვალა. - ამის სესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი კარდიომიოპათია, კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროზი და გულის იშემიური დაავადებაა.
„მსჯავრდებულს ს.ი-ის 2013 წლის 25 ოქტომბერს ჩაუტარდა გამოკვლევა, რომლის შედეგადაც დაუდგინდა გულის იშემიური დაავადება. მან გაიარა მკურნალობის კურსი, რომლის დასრულების შემდეგაც 2013 წლის 2 დეკემბერს ექიმთან ხელახალ ვიზიტზე იმყოფებოდა. ექიმის ჩანაწერის თანახმად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.
აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი. სიკვდილის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.
მასალის გამოყენების პირობები






