დიდი ალბათობით საქართველო მორიგი covid-აფეთქების წინაშე დგას – "კურაციოს" ექსპერტთა ჯგუფი
COVID-19 - 23:59, 24 Mar, 2021     2181

საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის ტენდენციებზე წერილი გამოაქვეყნა.

ექსპერტთა ჯგუფი მაჩვენებლებზე დაყრდნობით, მიიჩნევს რომ დიდი ალბათობით, საქართველო მორიგი covid-აფეთქების წინაშე დგას.

"რამდენიმე მიზეზის გამო, თავი მოვალედ ჩავთვალეთ, ჩვენი ნაფიქრალი საზოგადოებას გავუზიაროთ, რადგან ვხედავთ კიდევ ერთი აფეთქების (ტალღის) მოახლოებას და მიგვაჩნია, რომ საჭიროა დროულად გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ის, რაც გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში ვიხილეთ არ განმეორდეს. როგორც ცნობილია, 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში საქართველოში ეპიდემიის მზარდი ტემპი აღინიშნებოდა და დღიურად დადასტურებული ახალი შემთხვევების რაოდენობა 5,450-მდე ავიდა 5 დეკემბერს, რამაც ჰოსპიტალური სექტორის მნიშვნელოვანი გადატვირთვა გამოიწვია," – ვკითხულობთ მკვლევართა ერთობლივ წერილში.

მკვლევართა აზრით ეპიდემიოლოგიური სურათის შესაძლო გაუარესებაზე რამდენიმე საყურადღებო ფაქტი მიანიშნებს.

კერძოდ:

1. გასული კვირების მანძილზე შეზღუდვების მოხსნამ მოსახლეობის მობილობის ზრდა გამოიწვია (რაც Google Mobility ანგარიშებით დასტურდება) და ეს იმ ფონზე როცა პირბადის ტარების მაჩვენებელი დღეისთვის IHME -ს მონაცემებით საგანგაშო ნიშნულზე დავიდა (43%), მაშინ როცა ეს მაჩვენებელი დეკემბრის დასაწყისში 70% იყო.

თუ გადავხედავთ ვირუსის გავრცელების ბოლო კვირების დინამიკას, აშკარაა, რომ 10 მარტიდან მოყოლებული COVID19-ის ახალი დადასტურებული შემთხვევების კუმულაციური რაოდენობა 14-დღიანი პერიოდისთვის (ევროპის CDC-ს მიდგომა), მატებით ხასიათდება. ანუ ინფექციის გავრცელება უკვე ბოლო ორი კვირაა მზარდია, თუმცა საბედნიეროდ ჯერ კიდევ ნელი ტემპით.

ასევე, ბოლო 18 დღეა ზრდის ტენდენციით ხასიათდება ვირუსის აქტიური რეპროდუქციის მაჩვენებელის (Rt), თუმცა ეს მაჩვენებელი 1-ს მხოლოდ შვიდი დღის წინ გადასცდა. ეს მაჩვენებელი 1-ის ქვემოთ უნდა შენარჩუნდეს თუ გვინდა რომ ვირუსის გავრცელების სტაბილიზაციაზე ვისაუბროთ.

და ბოლოს, ასევე იზრდება ტესტირების 7 დღიანი საშუალო პოზიტიურობის მაჩვენებელი, თუმცა ეს მაჩვენებელი ქვეყანაში ჩატარებული დღიური ტესტების რაოდენობის მიმართ მეტად სენსიტიურია (რაც შაბათ-კვირას მნიშვნელოვნად მცირდება) და გარკვეული რყევებით ხასიათდება.

მკვლართა აზრით, ეს მაჩვენებელები გვაფიქრებინებს რომ დიდი ალბათობით ქვეყანა მორიგი აფეთქების წინაშე დგას და სჯობს დროულად გავატაროთ საჭირო ღონისძიებები ვიდრე დღიურად დადასტურებული შემთხვევები 500-ის ირგვლივაა და არა 5000-ის.

"მიგვაჩნია, რომ აუცილებელია არ გავიმეოროთ ის შეცდომები რაც 2020 წლის შემოდგომაზე არჩევნების გამო დავუშვით როგორც მთავრობამ და პოლიტიკურმა ესტებლიშმენტმა ასევე საზოგადოებამ," – ვკითხულობთ გამოქვეყნებულ წერილში.

მკვლევართა აზრით, საჭიროა კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რომ ატარონ პირბადე.

გარდა ამისა, აუცილებელი იქნება ჯანდაცვის სექტორის მზაობა როგორც ჰოსპიტალური ასევე პირველადი ჯანდაცვის დონეზე.

"სავალალოა, რომ ამ მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად და ჯანდაცვის სექტორისთვის განკუთვნილი ლიმიტირებული ვაქცინების ფონზე დაბალია სამედიცინო პერსონალში აცრების დონე," – ვკითხულობთ გამოქვეყნებულ წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42