სტამბოლში მოკლული თეონა თუაშვილის საქმე თავდაყირა დგება - ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა აგრესიულ ქმარს ემსხვერპლა
კრიმინალი - 22:39, 24 Mar, 2021     8467

სტამბოლში საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი ვერსია გაჩნდა. გუშინ თურქული მედია და გარდაცვლილის ახლობლები მხოლოდ ყაჩაღების თავდასხმას განიხილავდნენ, ახლა საუბარია, რომ 26 წლის თეონა თუაშვილი მისმა მეუღლემ მოკლა.

მარიკა სონღულაშვილი, რომელიც თუაშვილს გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე ტელეფონით ესაუბრა ირწმუნება, რომ მოკლულ გოგონას მეუღლესთან პრობლემები ჰქონდა და ბოლო საუბარშიც სწორედ ამას ამბობდა.

თურქულ მედიაში მკვლელობის დღესვე დაიწერა, რომ პოლიციას შემთხვევის ადგილზე დაჭრილი მამაკაცი, პაკისტანის მოქალაქე სახელად ამირი დახვდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პირველადი ინფორმაციით, ის უგონო მდგომარეობაში იყო თუმცა დღეს, სტამბოლში მცხოვრები ქართველები ამბობენ , რომ ის კლინიკიდან გუშინ საღამოს გამოწერეს, დღეს კი პოლიციაში წაიყვანეს. ერთ-ერთი ვინც გამოჯანმრთელების და პოლიციაში გადაყვანის ფაქტს ადასტურებს თუაშვილის მეგობარი თამარ სიჭინავა. პაკისტანელი მამაკაცის დაკავების შესახებ დაიწერა სოციალურ ქსელში ემიგრანტების ერთ-ერთ ჯგუფშიც.

მეუღლესთან კონფლიქტის, ან სხვა ტიპის პრობლემების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ მოკლული გოგონას ოჯახის წევრებს, რომლებიც მცხეთის რაიონში, ძალისში ცხოვრობენ. ამბობენ, რომ მხოლოდ მწირი ინფორმაცია აქვთ ყაჩაღობის შესახებ და განმარტებებს ოფიციალური უწყებებისგან ელოდებიან.

სტამბოლში, გუნეშლის რაიონში მკვლელობა ორი დღის წინ მოხდა. 26 წლის თეონა თუაშვილს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. ის თურქეთში ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ფაბრიკაში მუშაობდა.

მკვლელობის ძიების მიმდინარეობის, ან ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ადგილობრივ პოლიციას ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მათგან ინფორმაციის მიღებას ელოდება თურქეთში საქართველოს საკონსულოც. ამასთან დიპლომატიური უწყება გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების საკითხზე მუშაობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42