“დიდი კაცივით მიიღო დედის გარდაცვალება, თავზე დასტრიალებს, ლოცვებს უკითხავს…” – მეგი ბაქრაძის 9 წლის შვილი დედას ლოცვებს უკითხავს
საზოგადოება - 22:12, 24 Mar, 2021     4021

ახალციხეში, აცრის შედეგად გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ტრაგედია მთელმა საქართველომ გაიზიარა. 27 წლის მედდას, რომელიც სოფელ ქვემო ენთელში ცხოვრობდა და ყოველდღე ფეხით 20 კილომეტრს გადიოდა, რომ კლინიკაში კოვიდით დაავადებულ პაციენტებს დახმარებოდა, „ასტრაზენეკათი“ აცრის შემდეგ, ანაფილაქსია განუვითარდა და გარდაიცვალა.

მეგის ორი შვილი, 7 წლის სალომე და 9 წლის საბა დარჩა.

ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება მეგი ბაქრაძის მულისშვილი, მაია მანჩხაშვილი:

„მეგის უმცროსი შვილი ჯერ ვერ ხვდება. რა მოხდა, ცაშიაო, იძახის. ბიჭს კი ვერაფერს ვეუბნებით, დიდი კაცივით მიიღო დედის გარდაცვალება. თავზე დასტრიალებს, ლოცვებს უკითხავს და ვერავინ ველაპარაკებით. მგონი, მას უკეთ ესმის ეს ტრაგედია, ვიდრე ჩვენ…

მეგი ყველაზე დაუღალავი და ენერგიული ადამიანი იყო, ვისაც კი ვიცნობდი. ძალიან დაღლილიც კი არასდროს ჩერდებოდა. ბავშვების მოვლას, სამსახურს, სახლის საქმეს, ყველაფერს ისე ასწრებდა, გონზე ვერ მოხვიდოდი, რა როდის გააკეთა. ხელიდან აცლიდან საქმეს ყველას.

მათი სახლიდან ჩხუბის ხმა არასდროს გამოსულა, ყველაზე მხიარული ოჯახი ჰქონდათ. ყველაფერი უხაროდათ. მეგი ხომ მუდამ პოზიტიურ განწყობაზე იყო, სულ ხუმრობდა, სულ იცინოდა… მისი მოწყენილი სახე არასდროს გვინახავს…

დაახლოებით ორი წლის წინ ავარიაში მოჰყვნენ მეგი და მისი ქმარი. ბორჯომთან ტრანსპორტი დაეჯახათ. მაშინ გადაგვირჩინეს. მეგის ტვინის შერყევა ჰქონდა და ბევრ ადგილას დაბეჟილობები. თავი სტკიოდა ხშირად მას მერე, მაგრამ სერიოზული არაფერი ჰქონდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42