რა განსხვავებაა Pfizer-ის, Astrazeneca-ს და novavax-ის ვაქცინებს შორის - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
COVID-19 - 21:11, 24 Mar, 2021     1818

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, Pfizer-ისა და Astrazeneca-ს ვაქცინებს გართულებების ერთნაირი სიხშირე აქვთ. შესაბამისად, ინფექციონისტის განმარტებით, ვერ ვიტყვით, რომ Pfizer-ის ვაქცინა Astrazeneca-ს სჯობს და ის განსაკუთრებულია.

"Pfizer-ის ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, მიეკუთვნება ახალი ტიპის ვაქცინებს. ფართო პრაქტიკაში მისი გამოყენება პირველად ხდება. ამით ორგანიზმში შეგვყავს უშუალოდ კორონავირუსის რნმ და ის ასწავლის შემდეგ ორგანიზმს როგორ გამოიმუშაოს ამ ვირუსის ცილები. დღეს საზოგადოების ყველაზე მეტი რაოდენობა სწორედ Pfizer-ით არის აცრილი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ვაქცინა ყველას სჯობია და იმასაც ვერ ვიტყვი, რომ დიდად "ასტრაზენეკას" სჯობს, სულ ცოტა უსაფრთხოების თვალსაზრისით. ისინი დაახლოებით ერთნაირია.

მათ გართულებების ერთნაირი სიხშირე აქვთ და ეს სიხშირე მიზერული და მინიმალურია. Pfizer-ი ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა, მაგრამ ნუ შევქმნით იმ განწყობას, რომ ის განსაკუთრებულია რაიმე კუთხით. მიმაჩნია, რომ ასევე ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინა იქნება ის, რომელიც ივნისში შემოვა და ეს გახლავთ "ნოვა ვაქსი", რომელიც ტრადიციულ მეთოდს, ცილებს იყენებს და არა - რნმ-ს, ამით კი, ეს ვაქცინა ბევრის გულს მოიგებს. საქართველო კი, ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ამ ვაქცინას მიიღებს," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42