კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთ-ერთ სატელევიზო ინტერვიუს ეხმიანება პაატა ბურჭულაძე და თეა წულუკიანს ითხვებით მიმართავს.
მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
“კულტურის მინისტრის გამონათქვამებზე უფრო მეტად მაინტერესებს, რომელია მისი ნამდვილი სახე და ღირებულებები, რასაც ამ 2013 წლის ვიდეოში ვისმენთ, რომ წინა ხელისუფლების ნაცვლად სცხვენოდა? მთელი ქართული ოცნების ტრაგედიაც ხომ ეს არის, რასაც გმობდნენ იმაზე უარესს აკეთებენ, საკუთარ თვალში სპილოს დანახვა არ უნდათ და ისევ „სისხლიანი 9 წლის“ ძახილით ფიქრობენ თავის გატანას.
თეა წულუკიანთან, აწ უკვე კულტურის მინისტრთან მაქვს ერთი შეკითხვა – იმ ხელისუფლების ნაცვლად სცხვენოდა და ამ ხელისუფლების მიერ ჩადენილი ჩემი და ფონდ „იავნანას“ ორგანიზებული დისკრედიტაცია ეამაყება? არც იუსტიციის მინისტრის რანგში გაუკეთებია ამდენი წლის მანძილზე ერთი განცხადება მაინც ამ მართლაც უკიდურესად სამარცხვინო და ქვეყნისთვის მავნებლური საქმის შესახებ. პირიქით, ამ ბოროტმოქმედების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის Postv -ის წამახალისებლად მოგვევლინა და პროტესტის ნაცვლად, ექსკლუზიურად ესტუმრა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ერთი ბატონის მსახურებამ ის გადაცემის წამყვანის დონემდე დაიყვანა.
იმ მავნებლობების შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა ძალიან რთულია ჩუმად ყოფნა, ამიტომ ანიტა რაჭველიშვილზე ტროლების მისევას სჯობს მიზეზებზე დაფიქრდეთ! ასევე, გირჩევთ ბევრჯერ გაიხსენოთ, რომ ქართული კულტურა არის ის ერთ-ერთი მთავარი, რითაც ჩვენი ქვეყანა დღემდე ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიო რუკაზე”.- წერს პაატა ბურჭულაძე.
მასალის გამოყენების პირობები