რუსმა YouTube-ბლოგერმა და ფიგურული სრიალის მიმომხილველმა ელენა როდინამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც რუსეთის ფიგურული სრიალის ნაკრების თვითმფრინავში საქართველოს ნაკრების წევრები სხედან. აღნიშნული ფოტო მან რუსეთის პირველი არხის ეთერში გასული სიუჟეტიდან ამოიღო.
მისი თქმით, ქართველი სპორტსმენები და მათი მწვრთნელები სტოკჰოლმის მსოფლიოს ჩემპიონატზე “Аэрофлот”-ის თვითმფრინავით, რუსი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე გაფრინდნენ ჩემპიონატზე. როდინა აცხადებს, რომ თვითმფრინავში იყვნენ ქართველი მოციგრავეები - მორის კვიტალაშვილი და ალინა ურუშაძე, ასევე მათი მწვრთნელები დანიილ გლეიჰენჰაუზი და სვეტლანა სოკოლოვსკაია.
"რის საფუძველზე ავარჯიშებენ მოღალატეები რუსეთის სახელმწიფო ყინულის მოედანზე უცხოელ სპორტსმენებს და რატომ მგზავრობენ ისინი რუსეთის ნაკრების თვითმფრინავით, როდესაც ბევრ სპეციალისტს სტოკჰოლმში გამგზავრება საკუთარი ხარჯით მოუწია?" - წერს რუსი ბლოგერი და ქვეყნის სპორტის სამინსტროსგან პასუხს ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები