"შემდეგი არის ჩინური ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს მომავალში" , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ , განაცხადა.
"შემდეგი არის ჩინური ვაქცინა, რომლითაც მე უნდა ავცრილიყავი, ვინაიდან ჩინურთან მიმართებაშიც ასევე არაერთი კითხვა არსებობს და ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგნი იყვნენ ჩინური ვაქცინის შემოტანის, თუმცა აქ ჩვენ დავიცავით პრინციპი, სავალდებულოდ ვთვლით, რომ უნდა იყოს მკაცრი მარეგულირებლის მხირდან აღიარებული.
ეს ვაქცინა ამ ეტაპისთვის არის აღიარებული მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის საფუძველი, რომ ვაქცინა ჩავთვალოთ გამოყენებისთვის უსაფრთხოდ. აქედან გამომდინარე, ჩინური ვაქცინაც ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს მომავალში", - განაცხადა ტიკარაძემ "იმედის დილის" ეთერში.
აქვე გეტყვით, რომ სამინისტროს შეკვეთილი აქვს "სინოფარმის" 100 000 დოზა, რომელიც სახელმწიფომ უშუალოდ მწარმოებელს შეუკვეთა, ხოლო დანარჩენი დოზები ქვეყანაში კოვაქს პლატფორმიდან შემოვა.
მასალის გამოყენების პირობები






