ჟურნალისტი სანდრო ცნობილაძე ჯანდაცვის სამინისტროსგან განმარტებას მოითხოვს. მისი განცხადებით, ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი შვილი კოვიდდადებითი იყო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ კორონავირუსზე ტესტი საერთოდ არ ჩაუტარებია. როგორც ცნობილაძე განმარტავს, სამინისტროსგან ვითარების გარკვევასა და დროულ პასუხს ელოდება:
"დამირეკეს ჯანდაცვის სამინისტროდან და მითხრეს, რომ ჩემი შვილი არის კოვიდდადებითი. დამიკავშირდა ჩემი შვილი და მითხრა, რომ არანაირი ტესტი არ აქვს გაკეთებული. ჩემთან დარეკვა რატომ გახდა საჭირო, ვერ მივხვდი. ჩემ შვილთან დარეკვის მცდელობაც არ იყო, იმიტომ რომ გამოტოვებული ზარიც არ აქვს. როგორ შეიძლება მოხვედრილიყო ამ სიაში, ამას ვერ ვხვდები, ვერც იქ ხვდებიან, როდესაც დავუკავშირდი, მითხრეს, ვარკვევთო", - განაცხადა ცნობილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






