კიდევ ერთი ჯეკპოტი!!!! "5/35 -ოქროს ბურთში" ჯეკპოტი 211 084 ლარი გათამაშდა!
საზოგადოება - 15:06, 23 Mar, 2021     1561

ერთ ლარად მოგებული 211 084 ლარის გასაოცარი ისტორია.

,,საქართველოს ეროვნულ ლატარიაში’’ უმაღლესი კატეგორიის მოგეგებები გრძელდება. ამჯერად, ყოველდღიურ ლოტო ,,5/35-ოქროს ბურთში’’ 20 მარტს ჯეკპოტი - 211 084 ლარი გათამაშდა.მარტის თვეში ეს უკვე მეორე ჯეკპოტია, რომელიც ლოტოს იღბლიამა მოთამაშეებმა მოიგეს. სულ რაღაც ორი კვირის წინ, ,,ლოტო 6/42’’-ში ჯეკპოტი 1 015 291 ლარი გათამაშდა და მისი მფლობელი თბილისელი ქალბატონი მარინა კობახიძე გახდა. ამჯერად კი ,,5/35 -ოქროს ბურთში’’ გათამაშებული 211 084 ლარის ჯეკპოტი წილად ხვდა 65 წლის პენსიონერს აბესალომ ზაზაძემ.

აბესალომ ზაზაძე ორ შვილთან, შვილიშვილებთან და მეუღლესთან ერთად ახალციხეში ცხოვრობს. მისი სიხარულის ამბავი უკვე მთელმა ახალციხემ შეიტყო და მოგების იმედით ლატარიის ყიდვაც გაათმაგებულად დაიწყეს.

,,ლატარიას სულ ვთამაშობ, 20 მარტსაც ოქროს ბურთის სამი ბილეთი შევიძინე, სულ სამი ლარი გადავიხადე. გათამაშებას 88 წლის დედასთან ვუყურებდი, როდესაც წამყვანებმა სიხარულის ყვირილი დაიწყეს რომ ჯეკპოტი გათამაშდაო და შედეგებს შევხედეთ, აქეთ ჩვენ ვყვიროდით სიხარულით და ტელევიზორიდან კი ოქროს ბურთის ლამაზი გოგოები. მეზობლებმაც გაიგეს ჩვენი სასიხარულო ამბავი, სამეზობლოდან კი მთელ ახალციხეს მოედო, მთელი რამე არ გვიძინია სიხარულისგან. სულზე მოგვისწრო ჩვენს ოჯახს ჯეკპოტმა, ძალიან დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე ვიდექით’’ - გახარებული გვიყვება კიდევ ერთი ჯეკპოტის მოგებული ბატონი აბესალომი.

,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ულოცავს ბატონ აბესალომ ზაზაძეს ჯეკპოტის მოგებას, მოგებული ჯეკპოტი მას უახლოეს პერიოდში გადაეცემა.

თქვენ კი შეგახსენებთ, რომ ლოტო ,,5/35 -ოქროს ბურთის’’ გათამაშება იმართება ყოველდღე 19:45 საათზე ტელეკომპანია ,,იმედის’’ პირდაპირ ეთერში. ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია როგორც ონლაინ www.lotto.ge - ზე, ასევე კომპანიის სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა დიდ სავაჭრო ცენტრში და რა თქმა უნდა ,,საქართველოს ფოსტის’’ ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით. ლოტო ,,5/35 -ოქროს ბურთის’’ ბილეთის ღირებულება კი მხოლოდ ერთი ლარია!

გახსოვდეთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42