თბილისის აეროპორტში მესაზღვრემ საქართველოში სამუშაოდ ჩამოსულ უცხოეთის მოქალაქეს შეურაცხყოფა მიაყენა და მეძავი უწოდა. მან ქალი ქვეყანაში არ შემოუშვა, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთის მოქალაქეს ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა და კორონავირუსზე ტესტის პასუხიც ხელში ეჭირა.
მესაზღვრის მხრიოდან აგრესიული ქმედების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა:
"წადი, დაბრუნდი თურქეთში, იმიტომ, რომ ეს ჩემი ქვეყანაა", "არ მინდა თქვენთან ლაპარაკი", "მოვა ავიაკომპანია და წაგიყვანს უკან, გაიგე?" "ვერასდროს შემოხვალ აქ" - ამ სიტყვებით მიმართავს მესაზღვრე ქალს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო:
„რაც შეეხება აღნიშნულ მოქალაქეს, მას საქართველოში შემოსვლაზე უარი “უცხოელთა და მოქალეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, “ი” ქვეპუნქტის საფუძველზე ეთქვა“, - განაცხადეს უწყებაში.
მასალის გამოყენების პირობები