ვაქცინაციის კამპანია უიღბლოდ დავიწყეთ - თამარ გაბუნია
COVID-19 - 13:04, 23 Mar, 2021     1192

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნია NDI-ს კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 53% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებდა. გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ძალიან უიღბლოდ დაიწყო, რადგან ადგილი ჰქონდა ახალგაზრდა ექთნის ვაქცინაციის შემდგომ ანაფილაქსიური შოკის განვითარებას, რასაც რამდენიმე საათში გარდაცვალება მოჰყვა.

გაბუნიას განმარტებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის წარმოება აუცილებელია:

„საინფორამციო კამპანია ნელა იკრებს ძალას. ჩვენ საინფორმაციო კამპანია დავიწყეთ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინა რეალურად შემოვიდა. ამის განმარტება გახლდათ ის, რომ ვაქცინაციისთვის პირველი ჯგუფი იქნებოდა სამედიცინო პერსონალი, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი და ღრმა ცოდნა ვაქცინაციის პროცესის სარგებლის შესახებ და ასევე, მათ უკვე იცოდნენ, თუ რა ვაქცინას შესთავაზებდა მათ პროგრამა. როდესაც ვსაუბრობთ უკვე ასაკოვანი ჯგუფების ჩართვაზე და ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაზე, ცალსახად დგას იმის აუცილებლობა, რომ საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს მეტად აქტიური. საინფორმაციო კამპანია არის ერთ-ერთი სტრატეგია. გეთანხმებით, რომ საინფორმაციო კამპანიის აუცილებლობა აშკარად იკვეთება და ის, რომ მოსახლეობის ნახევარი ვაქცინას უნდობლობას უცხადებს, ესეც გასაკვირი არ არის და სწორედ ამიტომ არის საჭირო აქტიური საინფორმაციო კამპანია. საინფორმაციო კამპანიის დაწყება ვაქცინაციის გეგმით ასეც იყო დაგეგმილი, ანუ ფართო საინფორმაციო კამპანიაზე მაქვს საუბარი, რადგან ზოგადად, გეგმის თანახმად, მოსახლეობის მოცვა არის მე-2 კვარტლის ბოლოდან მე-3 და მე-4 კვარტალი. ამდენად, ჩვენ ჯერ კიდევ საკმარისი დრო გვაქვს იმისათვის, რომ ანტივაქსერები, ან უნდობლობით განწყობილი პირები, რომლებიც არ ენდობიან ვაქცინას, გარკვეულწილად დარწმუნდნენ ვაქცინის ეფექტურობაში. რა შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტური? ყველაზე ეფექტური მაინც არის მაგალითი. ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ ეს კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობაში ვაქცინაციასთან მიმართებაში. ამდენად, ახლა, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ისევ დიდი ძალისხმევა იმისათვის, რომ ეს ნდობა აღდგეს და ეს იქნება,ასევე, სამედიცინო პერსონალის აქტივობა, რადგან ექიმი და ექთანი თუ არ იცრება და არ ენდობა ამ ვაქცინაციას, ძალიან რთულია მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ უნდა აიცრან და ვაქცინაცია მათთვის სასიკეთო იქნება. ამდენად, აქ არის ისევ და ისევ მაგალითი ის, რომ ჩვენ მივიღოთ გარკვეულ პერიდში სამედიცინო პერსონალის მაღალი აქტივობა და ასევე, მოსახლეობაც იყოს მეტად ინფორმირებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42