NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, პარლამენტის საქმიანობას კარგად მხოლოდ მოსახლეობის 14 პროცენტი აფასებს. საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას საშუალოდ აფასებს 38 პროცენტი, ხოლო ცუდად - 36 პროცენტი.

ამასთან, გამოკითხულთა 54 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტის წევრები მათთნაირი ადამიანების შეხედულებებს ითვალისწინებენ. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს 37 პროცენტი.
რაც შეეხება მოლოდინებს, გამოკითხულთა შეხედულებები ასე გადანაწილდა.

კვლევის საველე სამუშაოები 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 024 ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,4%-ა. NDI-ში განმარტავენ, რომ ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.
მასალის გამოყენების პირობები






