თიბისის მობაილ და ინტერენტბანკს უსაფრთხოების დამატებითი მეთოდები ემატება
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:54, 22 Mar, 2021     1627

მეტი უსაფრთხოებისთვის, თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკს აპლიკაციაში შესვლისას და ტრანზაქციების შესრულებისას ორმაგი აუთენტიფიკაციის მეთოდი ემატება.

20 მარტიდან, მომხმარებლებმა საბანკო გადარიცხვების შესრულებისას (50 ლარს ზემოთ), ასევე აპლიკაციაში ავტორიზაციის გავლისას SMS კოდი უნდა შეიყვანონ.

რეგულაცია ეროვნული ბანკის ინიციატივით ხორციელდება და ის მომხმარებლებისთვის დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

პროცესების და ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისი მომხმარებლებს სანდო მოწყობილობის და კონტაქტების ფუნქციონალის გააქტიურებას სთავაზობს, რაც დაზოგავს მათ დროს.

· სანდო მოწყობილობის გაატიურება

თუ მომხმარებელი ამ ფუნქციას გაიაქტიურებს, მას მობაილ ან ინტერნეტბანკში შესვლისას ერთჯერადი უსაფრთხოების კოდის შეყვანა არ მოუწევს. სანდო მოწყობილობის ფუნქციონალის გააქტიურება შესაძლებელია „პარამეტრების" განყოფილებაში. (თუ 20 მარტამდე მომხმარებლს სანდო მოწყობილობა უკვე დამატებული ჰქონდა, მისი გააქტიურება ხელახლა იქნება საჭირო).

· სანდო მიმღების დამატება

სანდო შაბლონი/მიმღების დამატების შემთხვევაში, მომხმარებელს თანხის გადარიცხვისას, ერთჯერადი უსაფრთხოების/დიჯიპას კოდის შეყვანა არ დასჭირდება. სანდო შაბლონის დამატება ტრანზაქციის შესრულების შემდეგ და ასევე, შაბლონების გვერდიდანაცაა შესაძლებელი.

დამატების შემდეგ, მომხმარებელს სანდო შაბლონი 24 საათში გაუაქტიურდება.

გამარტივებული ფუნქციონალებით სარგებლობისთვის მომხმარებელს მობაილბანკის აპლიკაცია განახლებული უნდა ჰქონდეს.

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე:

https://www.products.tbconline.ge/otp





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42