“განახლებადი ალტერნატივების სრული სურათისათვის, ამჯერად მცირე ჰიდროსადგურებს განვიხილავთ. საქართველოში ამჟამად 48 მცირე ჰესი მუშაობს, ჯამური სიმძლავრით 193.3მგვტ, რომელთა საშუალო წლიური გამომუშავება ჯამში 630გვტსთ-ს შეადგენს. ამ მცირე ჰესების საშუალო სიმძლავრე 4 მეგავატია. იმისათვის რომ ნამახვანჰესის ექვივალენტური 1500მგვტსთ გამომუშავება მივიღოთ საჭირო იქნება დამატებით 412 მეგავატი მცირე ჰესების სიმძლავრე ანუ სავარაუდოდ 102 მცირე ჰესი. ასეთი ჰესების ღირებულება დაახლოებით 800მლნ დოლარი ანუ დაახლოებით ისეთივეა როგორც ნამახვანჰესის. თუმცა განთავსდება 100 სხვადასხვა ხეობის მონაკვეთზე. ამავე დროს ნამახვანჰესისგან განსხვავებით ვერ უზრუნველყოფს სისტემის რეზერვს, რეგულირებას და დამატებითი 600მგვტ ცვლადი განახლებადი ენერგიის ინტეგრირებას.”
ენერგოდამოუკიდებლობისა და ჰესების მნიშვნელობაზე დებატი საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო ძლიერდება. საზოგადოების ნაწილი ენერგოდამოუკიდებლობის საკითხის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს და ცდილობს საკითხის სიღრმისეული ანალიზის შემდეგ გააკვეთოს დასკვები. ამ გზაზე, საყურადღებოა, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფიქსირდებოდა ელექტროენერგიის მიწოდების განმეორებითი შეფერხებები ავტომატური ამომრთველების გამო, რაც გამოწვეული იყო საქართველოსა და თურქეთს შორის გადამცემი ხაზების გადატვირთვით და რომ ამჟამად შეუძლებელია გაუმართავი ხაზის აღდგენა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული დიდთვლობის გამო.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა მიზანში ამოიღეს და ქვები დაუშინეს ტრანზიტულ თურქულ ტრაილერებს, რამაც გამოიწვია მისაბმელიანი სატვირთო მანქანის ტრანზიტის შეჩერება. ასეთ დროს, რატომ უნდა გამოირიცხოს იმის ალბათობა რომ გარკვეულ ძალებს მიზანში ჰქონდეთ ამოღებული ორ ქვეყანას შორის არსებული ელექტროენერგიის გადაცემის ხაზები, საქართველოს სიბნელეში დატოვების მიზნით?
საკითხზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოც გავითვალისწინოთ და კონკრეტულად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზე მომდინარე ის გამოწვევები რომელთან გამკლავებასაც ცდილობს საქართველო. ამ გზაზე, საყურადღებოა გვახსოვდეს, რომ ისეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და დაცვა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, ძალზე მნიშვნელოვანია, რაც არაერთხელ იქნა ხაზგასმული ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ.
მასალის გამოყენების პირობები