ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს.
მისივე ინფორმაციით, ავტომობილს სხვა მანქანა დაეჯახა, ტერიტორიაზე კი, სადაც შემთხვევა მოხდა, განთავსებულია სათვალთვალო კამერები:
„როგორც ვიცი, ხშირად გაურკვეველია ავტომობილები მათ სახლთან ჩერდებიან და დგანან გარკვეული დროით. დღეს მოხდა ავტომობილის დაზიანება. საპატრულო გამოიძახეს, არსებობს იქ მაღაზია, სადაც არის ვიდეო სათვალთვალო კამერა, როგორც ვიცი, მაღაზიაში არც მისულა საპატრულოს ეკიპაჟი“, - განაცხადა რამიშვილიმა.
ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის თქმით, შემთხვევის დროს გაიგონეს ხმა, როდესაც გაიხედეს, ავტომობილი 90 გრადუსით იყო შემობრუნებული:
„ერთი საათის წინ მოხდა, ხმა გავიგეთ და ამაზე გავიხედეთ, ავტომობილი იყო შემობრუნებული 90 გრადუსით, უკანა მარჯვენა კარი შეჭეჭყილია და იმ ავტომობილის ფარები ყრია, რომელმაც თამარის ავტომობილი დააზიანა. არ ვიცი რა ავტომობილით მოხდა დაზიანება. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, არც შემოსაზღვრეს ტერიტორია, ხვალ დილას დამლაგებელი მივა და დაგვის იმას. გამოძიება რამდენად დაიწყეს არ ვიცი, მითხრეს, რომ მათ კომპეტენციაში არ შედის და ისინი ფაქტს ადგენენ მხოლოდ, მითხრეს, რომ გამომძიებელი დაგვიკავშირდება ერთიდან სამ დღეში,“- განაცხადა თამაზაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები