X თაობის დაბრუნება - ამერიკა იშვიათი მოვლენის მოლოდინშია
ეს საინტერესოა - 14:34, 21 Mar, 2021     3135

რამდენიმე კვირაში შეერთებული შტატები იშვიათი სანახაობის - "X თაობის ციკადების" დაბრუნების მომსწრე გახდება. მილიარდობით მცირე ზომის მწერი, ამერიკული "პერიოდული ციკადა", რომლებიც მიწისქვეშეთში, სიბნელეში, 17 წლის განმავლობაში იზრდებოდა, ერთდროულად გამოჩნდება დედამიწის ზედაპირზე.

ზრდასრული ციკადა 2,5-3 სმ სიგრძისაა. ისინი ე.წ. პერიოდულ მწერებს განეკუთვნებიან. პერიოდული ციკადა ცხოვრობს ხის ფესვებში, დედამიწის ზედაპირიდან 30 სმ სიღრმეში და ფესვების წვენით იკვებება. 17 წლის შემდეგ მწერები ერთდროულად გამოდიან დედამიწის ზედაპირზე და ხის ფოთლებზე იბუდებენ. აქ რამდენიმე დღეში ისინი ზრდას ამთავრებენ და გამრავლების პროცესს იწყებენ: მამრი ციკადა "მღერის", რათა მოიზიდოს პარტნიორი, დაწყვილდეს და მოკვდეს. რამდენიმე დღეში, 600-მდე კვერცხის დადების შემდეგ მდედრი ციკადაც კვდება. ზრდასრულ ციკადებს ამ პროცედურისთვის სულ 2-3 კვირა აქვთ.

6 კვირაში კვერცხებიდან ჭუპრები გამოიჩეკებიან, რომლებიც სწრაფად ძვრებიან მიწაში და ყველაფერი თავიდან იწყება.

ციკადების შესწავლა 1907 წლიდან მიმდინარეობს და მათზე დაკვირვების გააადვილებლად მათ "თაობების" ნუმერაცია მიანიჭეს. 17-წლიანი ციკლის ციკადების XVII თაობა არსებობს. სამწუხაროდ, რამდენიმე თაობა უკვალოდ გაქრა.

III თაობა გამოჩნდა 1996 და 2013 წლებში. IX თაობა 2003-ში, X - ყველაზე დიდი თაობა, რომელიც გავრცელებულია ნიუ-იორკში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ილინოისსა და მიჩიგანში, 2004 წელს გამოჩნდა და სწორედ მას ეყოდებიან ახლა. XIII თაობა 2007 წელს გამოჩნდა და მას 2024 წელს ელოდებიან.

ციკადა ადამიანისთვის და ცხოველებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მას არც მცენარეებისათვის მოაქვს დიდი ზიანი, ციკადებმა შეიძლება მხოლოდ ახალგაზრდა ნარგავები დააზიანონ.

ციკადების 17 წლიან ციკლსა და დედამიწის ზედაპირზე ერთდროულ გამოჩენას მეცნიერები თვითგადარჩენის ინსტინქტს უკავშირებენ. დიდი გამყინვარების პერიოდში ციკადები მიწაში დაიმალნენ და სხეულის განვითარებისა და ჩამოყალიბების ხანგრძლივი 17 წლიანი ციკლი აირჩიეს, რათა დედამიწაზე გამოჩენისა და გამრავლების დროს ისინი ამ პროცედურას საბოლოოდ ჩამოყალიბებულნი შეხვედროდენ. რაც შეეხება ეღთდროულ გამოჩენას - ამ მეთოდით ციკადები მტაცებლებისგან იცავენ თავს. მწერების დიდი რაოდენობა იმის გარანტიაა, რომ მტაცებლის თავდასხმისგან მეტი გადარჩება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42