ახალციხეში ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილი ექთნის ბიძამ ტარიელ ბაქრაძემ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა, რომ ვაქცინის გაკეთებამდე, წინა დღით მეგი ბაქრაძეს ტესტი ჩაუტარეს და აღმოჩნდა, რომ თრომბოციტები ჰქონდა მაღალი. მისი განცხადებით, ტესტის პასუხის შემდეგ მისცეს ორი აბი, რამაც თავის ტკივილი გამოიწვია. ოჯახისთვის უცნობია, რა წამალი მიიღო აცრამდე ერთი დღით ადრე მედიკოსმა:
"ჯანმრთელობით, არაფერი არ აწუხებდა. ეს წამალი რაც მისცეს, როგორც მეუღლე ლაპარაკობს წინა დღეს რაღაც ტესტი ჩაუტარებიათ, თრომბოციტები ჰქონდა მაღალი. ორი აბი მიუციათ. ერთი დღეს საღამოს დალიეთ მეორე ხვალ დილითო. ეს წამალი, რომ დალია, სახლში დაბრუნების შემდეგ თავის ტკივილები ჰქონია, თავის დებისთვის უთქვამს, ნეტა რა წამალი მომცეს ასეთი, თავის ტკივილები რომ მაქვსო. არ ვიცით მეორე აბი დალია თუ არა. ექიმები არ ამბობენ, რა წამალი მისცეს", - განაცხადა ტარიელ ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები