"პაციენტი აუცილებლად უნდა დაწვეს იატაკზე, კიდურები გულთან შედარებით მაღლა უნდა ჰქონდეს აწეული" - ბიძინა კულუმბეგოვის ინსტრუქცია ანაფილაქსიური შოკის დროს
COVID-19 - 00:05, 20 Mar, 2021     3398

ანაფილაქსია ყველაზე რთული, სწრაფი და დაუყოვნებელი ალერგიული რეაქციაა, რომელიც ვითარდება ალერგენთან შეხებიდან რამდენიმე წუთში, მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში, - აცხადებს იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. მისი თქმით, მსოფლიოში ვაქცინაზე დაფიქსირებული რეაქციების 90% პირველ 30 წუთში ვლინდება.

„პაციენტს პირველ რიგში ეწყება კანის ალერგიული რეაქცია, უვითარდება სიწითლე, ე.წ. „ჭინჭრის ციება“ ანუ ურტიკარია და შეიძლება მას ახლდეს ძლიერი ქავილის შეგრძნება მთელს სხეულზე. თუმცა ანაფილაქსიისთვის მხოლოდ კანზე გამონაყარი საკმარისი არ არის. ანაფილაქსია არის სწორედ ის რეაქცია, როდესაც კანის ალერგიას ემატება ერთი რომელიმე დამატებითი ნიშანი ორგანოთა სისტემების: შეიძლება მას განუვითარდეს სუნთქვის გართულება ანუ მსტვინავი ხასიათის სუნთქვა ან ჩასუნთქვითი ხმიანობა. შეიძლება იყოს გულთან დაკავშირებული გართულებები, წნევის დაქვეითება - ბაზალური წნევის 30%-ით დაქვეითება, ეს უკვე ანაფილაქსიური შოკია. ასევე პულსის აჩქარება ანუ ტაქიკარდია. შესაძლებელია 30-40%-ში კანთან ერთად პაციენტს დაეწყოს მოულოდნელად მუცლის ძლიერი ტკივილი და გულისრევისა და ღებინების განვითარება. აი ეს ნიშნები: კანი, სასუნთქი სისტემა, პულსი და წნევა ერთად არის ანაფილაქსიური რეაქცია.

პირველი ინტერვენცია ადრენალინია. შემდგომი უკვე არის დექსამეტაზონი და ყველა სხვა პრეპარატი. შემდგომ ჟანგბადის მიწოდება, სითხეების გადასხმა. ეს არის ძირითადად დახმარების გზები. პაციენტი აუცილებლად უნდა დაწვეს იატაკზე, კიდურები გულთან შედარებით მაღლა უნდა ჰქონდეს აწეული და იმ წუთშივე დაიწყოს ღონისძიებები. ადრენალინი კეთდება წონისა და ასაკის მიხედვით. თუ წნევა არ იმატებს და სუნთქვა არ უმჯობესდება, მეორდება 5-15 წუთში და აი, ამ დახმარებების შემდეგ ანაფილაქსიების 95% სტაბილურდება, რაღაც პროცენტი რთულდება და უკვე ინტენსიური თერაპია და რეანიმატოლოგი ერთვება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42