“რატომ არ ამბობთ სიმართლეს! ახლა ჩამოვთვლი თავიდან, რა შეცდომები იყო დაშვებული“ - გიორგი ფხაკაძის მიმართვა (ვიდეო)
COVID-19 - 23:55, 19 Mar, 2021     7445
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე 27 წლის მედდის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაში დამნაშავედ არა ვაქცინას, არამედ სისტემას ასახელებს.

"✓ როგორც ექიმი, მე ვარ ყველაზე დიდი მომხრე ვაქცინაციის და მჯერა, რომ ვაქცინაცია არის მედიცინაში ყველაზე დიდი მიღწევა. მე მჯერა, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გზა, რომ ჩვენ სწრაფად გავანადგუროთ ეს ვირუსი.

✓ მაგრამ რის ფასად? კიდევ რამდენ სიკვდილს უნდა დაველოდოთ? - მოუმზადებელი, არაპროფესიონალი, კორუმპირებული, განადგურებული, პოლიტიზირებული ქვეყნის პირობებში, რომელიც სავსეა ვაიპატრიოტებით, ვაირელიგიურებით.

✓ ვაქცინაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ყველა რისკი უნდა გათვალოს. მე ბევრ რამეს საჯაროდ ვამბობ, ბევრ არასაჯაროდაც გავუზიარე შესაბამის ხალხს, გაიტანეს შეხვედრაზე ეს საკითხი და პასუხი მივიღე, ყველაფერი კარგადააო. გავაფრთხილე, რომ არ იყო ყველაფერი კარგად, და ფრთხილად ყოფილიყვნენ, მაგრამ...

✓ ბევრ ექიმს ვცემ პატივს, მაგრამ ბევრ აგერ ვეუბნები - ექიმებო, ამოიღეთ ხმა, თქვით სიმართლე, რომ სხედხართ იმ სხდომებზე, რატომ არ ამბობთ სიმართლეს?! სიმართლის მთქმელი აღარ დარჩა ქვეყანაში, მათ შორის, სამედიცინო სფეროს მმართველ გუნდში. ვამბობ სიმართლეს და ათასობით ბოტის შეურახმყოფელი მესიჯები მომდის, ვითმენ!

✓ კომუნისტები გაუშვით სახლში, არ უნდა იყვნენ კომუნისტები სახელმწიფო სამსახურში, არც რუსეთის „შპიონები“ არ უნდა იყვნენ.

✓ ეს არის დასასრულის დასაწყისი! რაც მოხდა - ეს არ არის ვაქცინის მსხვერპლი, ეს არის სისტემის მსხვერპლი, კორუფციის, დაუდევრობის, პოლიტიზირების მსხვერპლი,... ვაქცინა არაფერ შუაში არაა. ამ პროცესში ვაქცინის როლი არის ნული, არავინ გაბედოს თქმა, რომ ვაქცინაცია ცუდია და ვაქცინაცია ჩავარდა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ მეგი ბაქრაძის ხსოვნას.

✓ არავინ იღებს დღეს პასუხისმგებლობას მომხდარზე. ვისია პასუხისმგებლობა? პასუხისმგებლობა არის, მათ შორის, იმ 82 ექსპერტის, ვინც იღებდა ვაქცინაციის გეგმის შედგენაში მონაწილეობას. მოვითხოვ, დაიდოს ყველა მათგანის სახელი, გვარი, განათლება, თანამდებობა და ვინ რა დაწერა იმ გეგმაში, ეს ყველაფერი დაიდოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე დღესვე.

✓ ვაქცინის ჩამოსატანად თითი არ გაუნძრევიათ, სანამ არ გავლანძღე ყველა. ყველაფერში შეცდომა დაუშვეს, ვაქცინაციის აპლიკაცია არსწორად შეავსეს, მოლაპარაკებები არასწორად აწარმოეს, ვაქცინის დაფინანსების კატეგორია სწორად ვერ შეარჩიეს და თვითდაფინანსებაზე ჩაეწერნენ.

✓ ვაქცინირების პროგრამა უნდა უნდა გაკეთდეს სწორად, პროფესიონალურად და არა „კოფი ფეისტით“. არ შეიძლება კორუფცია და ნეპოტიზმი ჯანდაცვის დარგში, რადგანაც აქ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა სასწორზე.

✓ ყოფილი მინისტრები, ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარეები ახლა ექსპერტებად გამოდიან, თუმცა მათი დანგრეულია ეს ქვეყანა. რომ იყვნენ დარგის სათავეში, რატომ არ გააკეთეს, რაც იყო გასაკეთებელი? ყველა კორუფციაშია ჩაფლული. მაგალითად, 2004 წლიდან განადგურდა უწყვეტი სამედიცინო განათლება ქვეყანაში.

✓ ვაქცინაციის პროტოკოლები, ტრენინგები სად და როდის ჩაატარეს, დაიდოს საიტზე, ამას ქვია გამჭვირვალობა. ხალხის არაფრის აღარ სჯერა. გაანადგურეს ბოლო რწმენა - რწმენა და ნდობა ექიმისადმი;

✓ ვაქცინაციის გეგმაში უნდა იყოს გაწერილი, რა კომპენსაციებია, რა პროტოკოლია სახელმწიფოსგან, თუ ვინმე გარდაიცვალა ან დაინვალიდდა ვაქცინაციით. არავინ არ ლაპარაკობს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ გარდაცვალების შემთხვევაში მილიონი უნდა გადაუხადოს გარდაცვლილის ოჯახს სახელმწიფომ, მაგრამ არ მეგონა, თუ ფატალური შედეგი მართლა დადგებოდა.

✓ ვამბობდი, რომ ვაქცინაცია უნდა გაკეთებულიყო მხოლოდ შსაბამისად მომზადებულ კაბინეტებში, ბევრგან არ იციან პაციენტების ბაზისური მართვა, რაც პრობლემაა.

✓ ვინ არის პასუხისმგებელი პირი ვაქცინაციაზე ქვეყანაში? ვინ უნდა გაწიროთ ახლა? ვის ეყოფა თავის თავზე პასუხისმგებლობის აღების გამბედაობა?

✓ მე ვთქვი, რომ „ასტრაზენეკა“ დროებით, 18 მარტამდე უნდა შეეჩერებინათ, სანამ საერთაშორისო დასკვნა დაიდებოდა. დიდი ტელევიზიებმა ლამის ბოიკოტი გამომიცხადეს, დამაბრალეს ანტივაქსერობა. სინამდვილე არის შემდეგი - ევროკავშირის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებმა გასცეს თანხმობა, რომ “ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეტა დამატებითი განცხადება, რასაც მეც ვეთანხმები, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული “ასტრაზენეკა” 55 წლამდე ადამიანებში. საქართველოში „ასტრაზენეკა“ პარასკევამდე რომ შეეჩერებინათ, ის ექთანი გადარჩებოდა .ახლაც გეუბნებით, 55 წლის ქვემოთ შეაჩერეთ ასტრაზენეკა - რა კონსილიუმს ატარებთ, სწორი მაბიჯები გადადგით!

✓ აგრეთვე, ერთი წელია გაფრთხილებთ, კორონავირუსის მესამე ტალღა მოდის აპრილში. შეიგნეთ.

✓ ჩვენი პრეზიდენტი ფრანგია და ის ერთადერთი პოლიტიკოსია, ვინც ვაქცინირების პროცესში სწორად მოიქცა და სამაგალითოდ აიცრა. ხელისუფლებაში მყოფმა ყველა პოლიტიკოსმა გაიკეთოს ვაქცინა. მიდით, თუ მაგრები ხართ!

✓ რეკომენდაცია ჩემს ყველა მეგობარს და კოლეგას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მე ვუყვარვარ, ვინც ჩემი მეგობარია ან ვინც მისმენს - აცრამდე 2 დღით ადრე მინიმუმ და გაკეთებიდან მინიმუმ 2 კვირა არ მიიღოთ ალკოჰოლი, სასურველია, მეორე დოზის გაკეთებამდე არ მიიღოთ და მეორე დოზიდან კიდევ 2 კვირა.

✓ არის მედიკამენტები, რომლებიც ასევე აცრამდე 2 კვირით ადრე არ უნდა მიიღოთ.

✓ ვაქცინაციის შემდეგ პირველი 15 წუთი ყველაზე საშიში დროა. უნდა იყო კლინიკაში, გართულების შემთხვევაში პერსონალი პროტოკოლის მიხედვით უნდა მოიქცეს. ასევე მნიშვნელოვანია კშემდეგი 30 წუთიც. ანუ ადამიანმა ჯამში აცრის გაკეთებიდან 45 წუთი სამედიცინო დაწესებულება არ უნდა დატოვოს

✓ ვაქცინირების დამადასტურებელი დოკუმენტი - COVID 19 აცრის ბარათი უნდა შედგეს სრულყოფილად და დოკუმენტში უნდა აისახოს ვაქცინის სერიული ნომერი.

✓ ვაქცინაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს.!

✓ ქვეყანას სჭირდება ვაქცინაციის პროცესის მკაცრი მენეჯმენტი. თუ დავინახეთ პრობლემა, შევაჩეროთ და შემდეგ გავაგრძელოთ."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42