პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კომაში ჩავარდნილი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებითი ეფექტი აღარ აქვთ და შესაძლოა, ნებისმიერ დროს გული ისევ გაუჩერდეს:
"ამ წუთში პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული, კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა, აღნიშნული კი გამოწვეულია, სავარაუდოდ, როგორც ანამნეზიდან ირკვევა ანაფილაქსური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია, ნებისმიერ დროს შეიძლება, ჩვენდა სამწუხაროდ, დასრულდეს გულის გაჩერებით კვლავ", - თქვა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, ახალციხის კლინიკაში 27 წლის მედიკოსი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.
მასალის გამოყენების პირობები