თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა ლალი ტურძელაძემ 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გასულ ღამეს უმძიმესი მდგომარეობის შემდეგ, სტაბილიზაციის მიღევა მოხერხდა, დილი მდგომარეობით კი შედარებით დასტაბილურდა.
ტურძელაძის განცხადებით, პაციენტს 24 საათის განმავლობაში განმეორებითი ღრმა კვლევები ჩაუტარდება.
"პაციენტი შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში, მოხდა ყველა კვლევის ჩატარება, ტვინის ფუნქციის განსაზღვრაც, ტვინი ჯერ ცოცხალია, ვნახოთ, 24 საათის შემდეგ.
მძიმე მდგომარეობა იყო. საღამოს მოხერხდა დასტაბილიზება და პაციენტი აყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში.
ღამე იყო საკმაოდ მძიმე. ამ დილისთვის, ახლა მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა, სტაბილიზაცია გულისხმობს, რომ აპარატთან არის სინქრონში, ერთად სუნთქავენ, წნევა ხერხდება სამი მედიკამენტის მხარდაჭერით, მაქსიმალურ დოზებზეა, წამოვიდა ტემპერატურა, ამ დილისთვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია",-განაცხადა ტუძელაძემ.
შეგახსენებთ, ახალციხის კლინიკაში 27 წლის მედიკოსი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.
მასალის გამოყენების პირობები