პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალციხიდან გადმოყვანილი ექთანი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.
„არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე. ჰემოდინამიკა არასტაბილურია, ჩატარებულია ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. მიმდინარეობს ასევე დამატებითი კვლევები და მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ყველაფერი გაკეთდება მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ჩატარდა როგორც ლაბორატორიული ისე კლინიკური კვლევები. ლაბორატორიული კვლევები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა, რადგან აქ იყო დაუზუსტებელი შოკი. გაკეთდა ინექცია და ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ყველაფერი, დადასტურებისთვის უფრო ღრმა კვლევებია ჩასატარებელი. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს პაციენტი შოკური მდგომარეობიდან და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






