ჟურნალისტი ლევან ბუთხუზი მთავრობას საყოველთაო ვაქცინაციის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.
“მთავრობავ! თუ ჭკუა გაქვთ ნუ გაჯიუტდებით ახლა და სასწრაფოდ გამოაცხადეთ საყოველთაო ვაქცინაცია არსებული მარაგით მათთვის ვინც, მიუხედავად ყველაფრისა, თანახმა ვართ ავიცრათ! გახსენით თქვენი ეს საიტი ყველასთვის (https://booking.moh.gov.ge/). ხომ ხედავთ, თქვენი პერსონალი მაინც არ იკეთებს და ჩვენ მაინც მოგვეცით უფლება მათგან დავიცვათ თავი!
გესმით? – საქართველოს მთავრობა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) !!!
ისე, რა უბედურებაა მედპერსონალისგან რომ გვიწევს თავდაცვა! ეხლა ტუტრუცანები არ გამოხტეთ ტექსტით – “ექიმი ვარ და ავიცერი”. თქვენ არ გგულისხმობთ! ყოჩაღ თუ აიცერით!”- წერს ლევან ბუთხუზი.
მასალის გამოყენების პირობები