მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც უკვე წლებია რაც ამერიკაში ემიგრანტია, ბერა ივანიშვილის ფარული ჩანაწერის გარშემო ატეხილ სკანდალს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა.
როგორც მომღერალი წერს სრულიად აპოლიტიკურია და არც კი იცნობს ბერა ვანიშვილს, თუმცა რაც ახლა ხდება, მისივე შეფასებით, მისთვის მიუღებელია.
ამ სკანდალის ერთ-ერთი ფიგურაა ამიკო, ბერას მეჯვარე, რომელზეც შერმადინი ამბობს, რომ 15 წელია იცნობს და მისი აგრესია და ძალადობა არც კი ახსოვს.
"მაქსიმალურად თავს ვიკავებდი არ მინდოდა რამე კომენტარი გამეკეთებინა, სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვწერ ამ პოსტს. საერთოდ ვერ ვერკვევი პოლიტიკაში და მგონია რომ ვერასდროს გავიგებ. არ ვიცნობ ბერა ივანიშვილს, არც მის გარემოცვას... არც მისგან მიმიღია რამე ბენეფიტი და არც "ქართული ოცნების" დიდი მოტრფიალე ვარ, არც ბერას ერთგული მსმენელი, მაგრამ რასც ეხლა ვხედავ გაუგონარი და დაუჯერებელია...
შეიძლება პოლიტიკოსი არ მოგწონდეს, ვერ იტანდე, გეზიზღებოდეს მაგრამ იმის შვილებთან რა გვესაქმება? შვილები მშობლებს არ ვირჩევთ. განა რა დააშავეს ამ ბავშვებმა ესეთი? აგრესიაცაა და აგრესიაც... სირცხვილია უბრალოდ ასეთი ბულინგი. კიდევ ვიმეორებ არ ვიცნობ და არანაირი ინტერესი არ მაქვს ამ სტატუსით ვინმეს ვასიამოვნო, არც საქართელოში ვაპირებ ჩამოსვლას ალბათ დიდი ხანი, არც არავინ დამრჩა მანდ, ვის გამოც ვივლიდი...
ალბათ შინაგანი კოლეგიალურობა მალაპარაკებს, ყველა ხელოვანი მენანება, ვისაც ესე ერთ დროს აღმერთებდნენ და მერე ტალახს ესროდნენ... ამდენი წელია ამერიკაში ვცხოვრობ და მსგავსი არაფერი მინახავს, აქ "ჰეითერები" ვის უკვირს, მაგრამ ეს რაღაც სხვაა... ძალიან ამორალური და დაბალი დონე...ისედაც ბოლო ჟამისკენ მივდივართ.
განა რა გახდა გვიყვარდეს ერთმანეთი... არ განვიკითხავდეთ და არ ვხოცავდეთ? განა რამდენი დავრჩით? რატომ ვერ ვიტანთ ქართველები ესე ერთმანეთს? გული მტკივა, სად წავიდა ის სტუმართმოყვარე, ერთგული და ყველაზე ლმობიერი და მიმტევებელი ერი, რასაც გვასწავლიდნენ ჩვენი მშობლები, ბებიები და ბაბუები...
რაც შეეხება ამიკოს, ალბათ სულ მცირე 15 წელია ვიცნობ თავმდაბალი, უშუალო და კეთილი ადამიანია. ჩემი მეგობარია და ძალიან მიყვარს. მისი ძალადობა არავის გაგვიგონია, ვინც ვიცნობთ... სიყვარული გადაგვარჩენს მეტი არაფერი... სიცოცხლე სულ რაღაც 1 წამია და ისიც ბოროტებაში და სიძულვილში გავლიოთ ძალიან დასანანია... პატივისცემით, თქვენი ემიგრანტი ნინი შერმადინი", - წერს მომღერალი.
მასალის გამოყენების პირობები