პირველად ჟურნალ Time-ს ისტორიაში - ახალი ნომრის გარეკანზე პირველი ტრანსგენდერი კაცის , მსახიობ ელიოტ პეიჯის ფოტო განათავსეს, რომელმაც 2020 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ ტრანსგენდერია.
Reuters-ის ცნობით, ელიოტი, რომელიც მანამდე ელენ პეიჯის სახელით იყო ცნობილი. ჟურნალი 34 წლის მსახიობთან ინტერვიუსაც აქვეყნებს, რომელშიც პეიჯი აღნიშნავს, რომ ბავშვობიდან უნდოდა ბიჭი ყოფილიყო.
2014 წელს პეიჯმა განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია, 4 წლის შემდეგ კი ქორეოგრაფ ემა პორტნერზე დაქორწინდა. მისივე თქმით, ამ ნაბიჯებმა ის დეპრესიისა და პანიკური შეტევებისგან არ იხსნა. პეიჯი აღნიშნავს, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მხოლოდ მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც მან მიიღო ის ფაქტი, რომ ტრანსგენდერი კაცია.
ამჟამად პეიჯს Netflix-ის სერიალში Тhe Umbrella Academy იღებენ. 2007 წლის ფილმში „ჯუნო“ შესრულებული როლისთვის მსახიობი „ოსკარზე“ იყო წარდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები