"14 წლის ასაკში ნათესავზე გამათხოვეს...ქმარი მცემდა, მაწამამებდა. სახეზე დანა წამისვა, 14 დღე ლოგინზე ჯაჭვით ვიყავი დაბმული..." - უმძიმესი ისტორია
სოც.მედია - 13:37, 18 Mar, 2021     2092

ახალგაზრდა ქალმა, რომელიც 14 წლის ასაკში ნათესავზე გაათხოვეს, ყოფილი მეუღლის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" ისაუბრა.

უმძიმესი ისტორიაა - მისი თქმით, ის ქმარს ორი კვირის განმავლობაში ჯაჭვით ჰყავდა დაბმული.

"ძალიან მიჭირს ამის გახსენება... სახეზე ჭრილობა მაქვს, ამის გამო 14 დღე ვიყავი ჩაკეტილი. მე და ჩემი ყოფილი მეუღლე სოციალურ დახმარებას ვაკეთებდით, რის გამოც მოხდა ეს უბედურება.

მასზე არ გავაფორმე საბუთები და ის არ გახდა უფლებამოსილი. ბარათი უნდა ყოფილიყო მის სახელზე. სოციალური მუშაკები რომ მოვიდნენ და მე საბუთზე ხელი მოვაწერე, მათი სახლიდან გასვლა და ჩემი წამება წამიერად მოხდა, რადგან მითხრა, მე ვარ აქ კაცი და ჩემს სახელზე უნდა ყოფილიყო, შენ ქალი ხარ, შენი ადგილი არ იციო.

ამის შემდეგ მაგრად მცემა, დანა ამოიღო, რომელსაც მუშები იყენებენ და სახეზე წამისვა, ამის შემდეგ საწოლზე დამაბა. სახლიდან 14 დღე არ გავდიოდი, რადგან ჯაჭვით ვიყავი დაბმული. ჭრილობა ძალიან მქონდა გახსნილი, ვერ ვყვიროდი, ვერ ვლაპარაკობდი, დაბმული ვიყავი ჯაჭვით. როცა შევძელი, ვიყვირე და მეზობლები ჩამოვიდნენ, ბოქლომი გატეხეს და გამომიყვანეს, ნახევრად მკვდარი ვიყავი", - ყვება ირმა.

მისივე თქმით, ყოფილი მეუღლე მისი ნათესავია, ოჯახის წევრებმა კი აიძულეს, რომ მოძალადისთვის არ ეჩივლა.

"როცა მოვიდნენ ჩემი ოჯახის წევრები, დედაჩემი, ყოფილი ქმრის მამა, რომელიც ახლა გარდაცვლილია, ბებია, ბიძა, ბიცოლა, მნახეს ასეთ დღეში რომ ვიყავი, იმ სარდაფიდან წამიყვანეს.

პოლიციაში არ დამარეკინეს, ბებიაჩემმა დაიწყო - ჩემი ძმის შვილიაო".

ახალგაზრდა ქალის თქმით, მასზე მისმა ყოფილმა ქმარმა ჯერ კიდევ იმ დროს იძალადა, როცა დანიშნულები იყვნენ.

"დედაჩემის ბიძაშვილს გავყევი ცოლად, 14 წლის ვიყავი მაშინ, ის ცხოვრობდა რუსეთში, რომ ჩამოვიდა, ჩვენ ოჯახში ცხოვრობდა, რადგან ბებიაჩემი მამიდამისია. ჩვენებს მიმართა, ცოლად უნდა გამაყოლოთო. ამ ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი მხოლოდ ბაბუაჩემი იყო. ბებიაჩემი სულ ტუქსავდა, ნუ ერევიო, ხმას ვერ იღებდა.

ნიშნობის დღეს თავიც გამიტეხა, ბეჭდები მივაყარე, არ მინდა ეს ნიშნობა-თქო, ბიძაჩემმა გინდა თავი მოგვჭრა, იძულებული გავხდი გავყოლოდი“, – ყვება ახალგაზრდა ქალი "ნანუკას შოუში“.

აქვე ეტყვით, რომ მოგვიანებით ყოფილი მეუღლე ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა 9 თვის შემდეგ საპატიმრო დატოვა. ის ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42