მომღერალ თემურ წიკლაურის შვილი, ქეთი წიკლაური ამბობს, რომ ძალიან ცუდადაა და ეს მისთვის უზარმაზარი დანაკარგია.
ქეთი ძალიან ემოციურად საუბრობს მამაზე და ამბობს, რომ მისთვის ჯერ კიდევ ცოცხალია.
"ბევრმა მითხრა, მერე ბევრად უფრო რთულად იქნებიო. იმდენად დიდხანს ვიბრძოლეთ და გვქონდა იმედები, რომ ველოდებოდით, დაძლევდა თემური… 40 დღე ცოტაა იმისთვის, რომ ადამიანმა მიიღოს ეს უზარმაზარი დანაკარგი, ამას დრო სჭირდება და მიჩვევა, რომ ამ ტკივილთან ერთად იცხოვრო. მამას ნივთები ჯერ არც გადამილაგებია, იმდენად მტკივნეულია ჩემთვის ამ ყველაფერთან შეხება. ჯერ ცოცხალია ჩემთვის. იმიტომ კი არა, მე მგონია, რომ ცოცხალია და რაღაც დამემართა ფსიქიკურად, უბრალოდ, ნამდვილად ცოტა დრო გავიდა. მით უმეტეს, მამას ხელოვნება სახალხოა და უკვდავია… იმდენად მიჩვეული ვარ ბავშვობიდან, რომ მამა გასტროლზეა, ვიჭერ ხოლმე ჩემს თავს, რომ ის გასტროლზეა, მაგრამ მერე ვხვდები, რომ ის აღარ დაბრუნდება…“, - ამბობს "პოსტ ტვ"-სთან წიკლაური.
მასალის გამოყენების პირობები