დიდხნიანი პაუზის შემდეგ რუსთაველის თეატრი 2 აპრილს მაყურებლის წინაშე პრემიერით წარდგება. რობერტ სტურუას “ერთხელ… მხოლოდ…” – ეს არის სპექტაკლი უსიტყვოდ, მოქმედებებით.
სპექტაკლში ვიხილავთ მარინა კახიანსაც, რომელიც თვლის, რომ მისთვის ამგვარი ექსპერიმენტი ძალზედ საინტერესოა და ამბობს, რომ "ჩცდ"-ში მონაწილეობაზე სწორედ ამ პრემიერის გამო თქვა უარი.
"ბატონი რობიკო ძალზედ თანამედროვედ მოაზროვნეა და მის მიერ შემოთავაზებულ ექსპერიმენტებს ვიღებ, როგორც მოწაფე და ახალგაზრდა.
პრემიერამდე დროა, კიდევ შეიძლება შეიცვალოს სპექტაკლი. არ ვიცი, როგორ მიიღებს მას მაყურებელი და როგორ მივა მის გონებამდე და გულამდე.
– ნატრულის როლში ისევ გიხილავთ?
– თებერვალში დამირეკეს და პრემიერების გამო უარი ვუთხარი. ჯერჯერობით, არ ვიქნები სერიალში და მერე ვნახოთ" ,- ამბობს მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები