"დიდი მარხვა განსაცდელით დაიწყო. თითქოს დღეს გეგმავ, თითქოს სადღაც მიდიხარ და რაღაცას ალაგებ, მაგრამ უცებ ავტომობილი ქვის კედელს ეჯახება და წამში ხელი მოიტეხე. საყვედური არა, მადლობა, პირიქით... შეიძლებოდა ბევრად უარესი მომხდარიყო. ხელი სოფიას გადავაფარე, იმ ხელმა დაიცვა სოფია... არ ვჩივი ჩემს გაუსაძლის ტკივილს... მთავარია ჩემი შვილი დავიცავი, მთავარია ის გადარჩა...
რამდენმა დარეკა და მომწერა... ვერავის ვუპასუხე....
წმინდა მამები ამბობენ, მაშინ გეშინოდეს, როცა განსაცდელი არ გეწვევაო... ჰოდა, არ მეშინია... მარხვის პირველივე დღეს მეწვია...
მადლობა, უფალო!...
თქვენ, ადამიანებო, უამრავი მადლობა... ვიცი, ვგრძნობ, როგორ განიცადეთ... თქვენს სიყვარულზე ძვირფასი არაფერი მაბადია...
ვერ ვდგები, ვერ ვჯდები, ვერ ვწვები, მაგრამ ამ ტკივილის მიუხედავად გადაცემას ვერ ჩავაგდებ. წამალს მივიღებ და საღამოს შვიდის ათ წუთზე რადიო ,,ჯორჯიან თაიმსის” ეთერში ხუთშაბათს ისევ შეგხვდებით... მედია-ჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსის” დამაარსებელ მალხაზ გულაშვილთან ერთად!", - წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები