ფინტექ ჰაკათონის გამარჯვებული ცნობილია
ბიზნესი & ეკონომიკა - 22:36, 16 Mar, 2021     1697

16 მარტი, 2021- საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) ფინტექ ჰაკათონს უმასპინძლა. „FinTech Integrator” -ში 4 მონაწილით დაკომპლექტებული 14 გუნდი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის სტუდენტები. ჰაკათონის დასასრულს გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. გუნდმა „იპოთეკური სესხის კალკულატორი“ წარადგინა, რაც უძრავი ქონების სწრაფად და მარტივად შეფასებას გულისხმობს. პროექტის გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმილია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება უძრავი ქონების შეფასება რამდენიმე წამში მოხდეს.

ფინტექ ჰაკათონი „ინიციატივა 5.0“-ის ფარგლებში განხორციელდა. მონაწილეებმა ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ახალ ციფრულ პროდუქტებზე და მათი სამუშაო პროტოტიპების შექმნაზე იმუშავეს. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ფინანსების მიმართულებით მოწინავე კომპანიების ტრენინგებს და ვებინარებს, მათ შორის: Savvy, თემატიკით: „დღევანდელი მსოფლიო ტენდენციები ფინტექში“, QuickCash – „გოგონები FinTech-ში“, Optio AI – „FinTech ტენდენციები საქართველოში“, და Emoney – „რა სჭირდება FinTech სტარტაპს წარმატებისთვის“.

„ფინტექი საქართველოს ბანკის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც ღია ბანკინგის (Open Banking) დანერგვის ფარგლებში შეიქმნა. საქართველოს ბანკი პირველია, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის საკუთარი პროგრამა წარადგინა. ჩვენი მიზანია ჰაკათონის მხარდაჭერითა თუ სხვა აქტივობების ხელშეწყობით წავახალისოთ საბანკო მომსახურების პროცესში ახალი ტიპის ტექნოლოგიური კომპანიების, ე.წ. ფინტექ სტარტაპების ჩართვა და ამ გზით ვუზრუნველყოთ მომხმარებლისთვის მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზება. მინდა მივულოცო გამარჯვებულ გუნდს და წარმატება ვუსურვო ჰაკათონის ყველა მონაწილეს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის ელექტრონული საბანკო ინოვაციების მენეჯერმა, გიორგი კინწურაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი აქტიურად არის ჩართული „ინიციატივა 5.0“-ში და BTU-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ასევე ახორციელებს ბიზნესის ადმინისტრირება/ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ფინტექ მოდულის განახლებასა და ახალი კომპონენტების ჩაშენებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42