სტეფანემ სამ გოგოსთან ერთად გადაღებული ფოტოს სოციალურ ქსელში ნახვის შემდეგ მათი ერთობლივი „საევროვიზიოდ“ ჩაწერილი ალბომიდან ძველი სიმღერა გააზიარა და დაწერა:
„3G-სთან ერთად ფოტო მემორიმ ამომიგდო, უცებ დამაინტერესა მომესმინა იმ დროინდელი სიმღერები. (არ ვუსმენ საკუთარ თავს და არც ვუყურებ, რაც დრო გადის, უფრო მიმძიმდება ეს გრძნობა), ჰოდა, გამახსენდა ის საოცარი პერიოდი, სულ გასტროლებზე დავფრინავდით მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნებში და უცხოელი პროდუსერები მავალებდნენ მოკლე დროში ალბომს.
თვენახევარში დავწერე 10 სიმღერა, იმის არანჟირება გავაკეთეთ, ჩავწერეთ და დავმიქსეთ (რეკორდული დროა ალბომისთვის) ელექტროტრეკები იყო და მსაყვედურობდნენ, ფართო საზოგადოება ელექტროს ვერ გაიგებსო. არადა, 12 წლის წინაც ვფიქრობდი, რომ ელექტრომუსიკა და ვოკალი ერთად ძალიან ბანალური და მოძველებულია, რადგან ამას ძაან ახალგაზრდა რომ ვიყავი მაშინ ვაკეთებდი (თუ არ გჯერათ, ჩემი ჩანაწერი შეამოწმეთ 1997 წელს, „სტეფანე – არ მოხვალ ჩემთან“).
რომ ამოვიწურე, ვიფიქრე, ერთ სიმღერას ვიღადავებდი და ეს სიმღერა ჩავწერეთ. თან ვიხეოდი სიცილით, რომ ვწერდი. ამ გადმოსახედიდან ბევრი წლის შემდეგ კი მომეწონა
მასალის გამოყენების პირობები