მსახიობი ეკა ჩხეიძე მის რომანსა და გათხოვების ისტორიას იხსენებს და ამბობს, რომ ავარიაში რომ არ მოყოლოდა არ გათხოვდებოდა.
"მეგობარმა დაიწყო მოკითხვა. იმდენი მომიარა, იმდენად გადამყვა, რომ ბოლოს მითხრა, ცოლად გამომყევიო. ალბათ, არასდროს გავთხოვდებოდი, რადგან გათხოვებაზე დღემდე ცუდი რეაქცია მაქვს. მყავდა სერიოზული თაყვანისმცემელი, რომელიც ცოლობას მთხოვდა, მაგრამ იმ პერიოდში არც მიფიქრია, არაფრით არ გავყევი. უცებ აღმოვჩნდი ჩემი მეგობრის ცოლი… ჩემი კლასელის ძმა იყო და ვიცნობდი ბავშვობიდან, ოღონდ სერიოზულად არ აღიქმებოდა ეს. ყველაზე ვიფიქრებდი, ოღონდ მასზე არა. ამ ავარიამ სრულიად შეცვალა ჩვენი ურთიერთობა, დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და გადაწყვიტა ჩვენი ბედი. 20 წელი ვიცხოვრეთ ერთად და გვყავს ორი შვილი…”- ამბობს ეკა ჩხეიძე "რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები