მხატვრული ტანვარჯიში საყოველთაოდ აღიარებულია როგორც ყველაზე ლამაზი, დახვეწილი და ქალური სპორტის სახეობა, თუმცა, არსებობს რამდენიმე საიდუმლო, რომელიც ტანმოვარჯიშეებს გააჩნიათ.
1. ტანმოვარჯიშეები სპორტულ კოსტუმს სპეციალური წემოთი აწებებენ.
გოგონები სპეციალური წებოთი სპორტული კოსტუმის ბიკინის პირდაპირ კანზე იწებებენ. სწორედ ამიტომ შეუძლიათ გოგონებს თავისუფლად იხტუნაონ, გააკეთონ სალტი და სხვა რთული ტრიუკები და არ ეშინიათ, რომ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. სხვათა შორის, ეს ტრიუკი სპორტსმენებმა სილამაზის კონკურსის მონაწილეებისგან გადაიღეს.
2. მხატვრული ტანვარჯიში საკმაოდ ძვირადღირებული სპორტია.
იმისთვის, რომ გოგონები არენაზე ბრწყინავდნენ, საკმაო თანხა უნდა დახარჯონ. საკმაოდ ძვირი ღირს კარგად გაფორმებული სპორტული კოსტუმები, რომლის გამოცვლაც მათ ხშირად უწევთ. გარდა ამისა მათ თავად უნდა შეიძინონს სპორტული იარაღები, როგორიცაა ბურთები, ლენტები, რგოლები და ა.შ. გარდა ამისა, ძვირი ჯდება ვარჯიში და სამედიცინო დაზღვევა. ჯამში ეს ყველაფერი სოლიდურ თანხას შეადგენს.
3. იდეალური ვარცხნილობის საიდუმლო
იდეალური ვარცხნილობა, გარდა ესტეთიური სილამაზისა, იმითაც არის აუცილებელი, რომ თმა სპორტსმენს გამოსვლაში ხელს არ უნდა უშლიდეს. შესაბამისად თმის თითოეული ღერი საიმედოდ უნდა იყოს დაფიქსირებული. გაგიკვირდებათ და ამაში გოგონებს კბილის ჯაგრისი ეხმარებათ. გოგონები ჯაგრისს თმის ლაქს უსვამენ და მისი საშუალებით იყენებენ ვარცხნილობას. ისინი, ვისაც ხუჭუჭი თმა ან გრძელი კულულები აქვს, კიდევ ერთ საიდუმლო ხერხს მიმართავენ - მათ შეჯიბრების წინა ღამეს აბრეშუმის ბალიშზე უდევთ თავი.
4. ბიუსჰალტერი სპორტული კოსტუმის ქვეშ შესამჩნევი არ უნდა იყოს.
მხატვრული ტანვარჯიშის დაუწერელი კანონი - სპორტული კოსტუმის ქვეშ ქვედა საცვლები, განსაკუთრებით ბიუსჰალტერი შესამჩნევი არ უნდა იყოს. როგორც წესი, გოგონები სპეციალურ, სპორტულ, უბრეტელო ბიუსჰალტერს იყენებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მსაჯებმა გოგონა შეიძლება დააჯარიმოს კიდევაც.
5. თმის ლაქი, როგორც ხელის გულების გაოფლიანების საწინააღმდეგო საშუალება.
ამ კოსმეტიკურ საშუალებას, ვარცხნილობის დაყენების გარდა, კიდევ რა პრაქტიკული გამოყენება აქვს. მას გოგონები ხელის გულებზე და სპორტულ ინვენტარზე ასხურებენ, რადგან ხელის გულების გაოფლიანება აიცილონ თავიდან. თუ ხელის გული გაოფლიანდა, სპორტული ინვენტარი შეიძლება ხელიდან დაგისხლტეთ. თუმცა, თუ ლაქი არ აქვთ, შეიძლება ბავშვების პუდრის გამოყენება.
6. მკვეთრი მაკიაჟი აკრძალულია
ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ სამი წლის წინ მკვეთრი მაკიაჟი აკრძალა. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება 2018 წელს ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდიელი სელინ ვან გერნერის გამოსვლას. გოგონას კოლორიტული კოსტუმი და მაკიაჟი საყოველთაოდ ცნობილი მიუზიკლის "კატების" მოტივებზე იყო შექმნილი. ამ გამოსვლიდან რამდენიმე ხანში გამოაქვეყნა ახალი წესი, რომელიც კრძალავდა მკვეთრ და გამოკვეთილ მაკიაჟს. შესაბამისად, სელინ ვან გერნერი პირველი და უკანასკნელი ტანმოვარჯიშეა, რომელიც შეჯიბრზე "თეატრალური" გმირით გამოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები