"თავად ჯორჯო არმანიმ მომკიდა ხელი და მომცა ის ტანსაცმელი, რომელიც ჩვენებაზე უნდა ჩამეცვა"- ზინი ქაჯაია
სოც.მედია - 14:54, 16 Mar, 2021     1569
მსოფლიო მოდის პოდიუმზე კიდევ ერთი წარმატებული ქართველი გოგონა გამოჩნდა – ზინი ქაჯაია. როგორც თავად ამბობს, ის თავად ჯორჯო არმანიმ შეამჩნია, ხელი მოჰკიდა და მილანის მოდის კვირეულის ჩვენების გახსნის პასუხისმგებლობაც, სწორედ, 17 წლის, ახალბედა მოდელს დააკისრა.

"მილანის მოდის კვირეულზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. ყველა სეზონზე უამრავი მოდელი ჩამოდის და რთულია, რომელიმე ჩვენებაზე დაგამტკიცონ, მით უმეტეს, ახალი მოდელი. ამ მხრივაც იღბლიანი აღმოვჩნდი (იცინის). პირველ სეზონზე ორ შოუში მომიწია გამოსვლა, ეს იყო იტალიური ნაკლებად ცნობილი ბრენდების ჩვენება. ეს ჩემი დებიუტი გახლდათ მილანის „ფეშენ-ვიქზე“ და აქედან უკვე მოვხვდი ემპორიო არმანის ჩვენებაზე, რომელიც მე გავხსენი. სხვათა შორის, მართლა თავად ჯორჯო არმანიმ შემამჩნია ქასთინგზე, მომკიდა ხელი და თავად მომცა ის ტანსაცმელი, რომლიც ჩვენებაზე უნდა ჩამეცვა. მოვირგე და რომ გამოვედი, მითხრა: შენ გახსნი ჩვენებას! შოკისგან კინაღამ გული წამივიდა (იცინის). ასე რომ, დიდ პოდიუმზე თავად ჯორჯო არმანის მიერ შერჩეული ლუქით გამოვედი და უბედნიერესი ვიყავი. არა მარტო გავხსენი ჩვენება, არამედ სამი ლუქიც მოვირგე, პოდიუმზეც გავედი. ჩემს უკან იდგენენ ულამაზესი და უწარმატებულესი მოდელები, რომლებმაც ამ სფეროში ურთულესი გზა გაიარეს და მე, 17 წლის, ფაქტობრივად, ახალბედა მოდელმა, გავხსენი ჩვენება, ეს ხომ წარმოუდგენელია? ვფიქრობდი, ნეტა რით დავიმსახურე-მეთქი (იცინის). თან, ჩემი ასაკისა და გამოცდილების მიუხედავად, საკმაოდ სოლიდური თანხა გადამიხადეს" , - ამბობს "თბილისელებთან"




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42